დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2025 წლიდან ვგეგმავთ ექსპორტზე გასვლას, არის ინტერესი აზიისა და ევროპის ბაზრებზე - Snacky

2025 წლიდან ვგეგმავთ ექსპორტზე გასვლას, არის ინტერესი აზიისა და ევროპის ბაზრებზე - Snacky

25-12-2024 15:01:00

2025 წლიდან ვგეგმავთ ექსპორტზე გასვლას, არის ინტერესი აზიისა და ევროპის ბაზრებზე, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანია Snacky - Peanut Butter-ის დამფუძნებელმა ზური სამოილენკომ განუცხადა. 

 „ახლახან „აწარმოე საქართველოს“ დაფინანსებით ვიყავით გამოფენაზე გერმანიაში. ჩვენს პროდუქციასთან მიმართებით, დიდი დაინტერესება გამოიკვეთა როგორც აზიის ისე ევროპის ქვეყნებიდან, აფრიკიდან. არის ინტერესი, რომ მზა პროდუქტი გავიტანოთ ან როგორც საკვები ინგრედიენტი სხვადასხვა ინდუსტრიისთვის. დაინტერესება იყო ექსპორტის კუთხით და 2025 წლიდან ამ მიმართულებით დავიწყებთ მუშაობას“, - აცხადებს ზური სამოილენკო. 

რაც შეეხება კომპანიის საქმიანობას, Snacky-ის ბრუნვა მიმდინარე წელს ორჯერ გაიზარდა, ხოლო გაყიდვები წლიურ ჭრილში 20%-ით.

 „კომპანიის ბრუნვა ორჯერ გაიზარდა. საწარმოო დავხვეწეთ, დანადგარები დავიმატეთ. უფრო მეტ სავაჭრო ქსელში შევედით. ორი კვირის წინ დაგვემატა გვირილას 350 მაღაზიაც“,-აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი. 

Snacky - Peanut Butter-ის წარმადობა და გაყიდვები თვეში უკვე 9 ტონას შეადგენს. კომპანია ბიზნესს აფართოებს და გეგმავს, რომ თბილისში 2024 წელს 1500-მდე მარკეტში იყოს წარმოდგენილი. 

Snacky - Peanut Butter-ს არაქისი სნექისთვის ბრაზილიიდან შემოაქვს. საწარმო სიმძლავრე თვეში 30 ტონას შეადგენს. კომპანიის საწარმო თბილისში მდებარეობს და 15 ადამიანს ასაქმებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები