საკმაოდ წარმატებული იყო ჩვენთვის 2024 წელი გაყიდვების თვალსაზრისით, როგორც უცხოეთის ისე ადგილობრივ ბაზარზე, - ამის შესახებ მეღვინეობა „ჩელთის“ კომერციულმა დირექტორმა ანა მირიანაშვილმა Business Insider Georgia-სთან განაცხადა.
„ექსპორტს რაც შეეხება ახალი ქვეყნებიც დავიმატეთ და არსებულ ბაზრებზეც გავიძლიერეთ პოზიციები. ყველაზე მეტად ზრდა გვაქვს ევროპის ბაზარზე, ასევე გვქონდა ბევრი მარკეტინგული აქტივობა, რამაც ეს ზრდა გამოიწვია“,- განაცხადა ანა მირიანაშვილმა.
კომპანიამ გაზარდა გაყიდვები როგორც ონლაინ, ისე საცალო მიმართულებით.
„საკმაოდ ცნობილ ალკოჰოლური მაღაზიების ქსელებში შევედით გერმანიაში, ასევე ინგლისის პრესტიჟულ რესტორნებში და ამ მიმართულებითაც გვქონდა გაყიდვების მატება.
2025 წელს გვინდა აშშ-ის ბაზარზე უფრო მეტი შტატი ავითვისოთ, რადგან თითოეულ შტატში შესასვლელად საჭიროა სპეციალური ლიცენზია. ჩვენი მიზანია აშშ-ის ბაზარზე ექსპორტის გაფართოება“,- ამბობს „ჩელთის“ კომერციული დირექტორი.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, „ჩელთი“ ჰორეკა სექტორშია ძირითადად წარმოდგენილი, ასვე 8000 მოსავალსა და ალკორიუმში.
როგორც კომპანიის კომერციულმა დირექტორმა ანა მირიანაშვილმა Business Insider Georgia-სთან განაცხადა, წლიურ ჭრილში კომპანიის გაყიდვები 20%-ით არის გაზრდილი.
როგორც ცნობილია, მეღვინეობა „ჩელთის“ საუკუნოვანი ისტორია აქვს. 1905 წლიდან ოჯახი ტრადიციას აგრძელებს და ღვინოს ტრადიციული და თანამედროვე მეთოდებით აწარმოებს. საოჯახო საქმიანობა კომპანიად 2001 წელს გადაიქცა და დღეს იგი ქართული ღვინის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბრენდს წარმოადგენს.
ცნობისთვის, მეღვინეობა ,,ჩელთის" ბრენდით 20 დასახელების პროდუქტი - ღვინო და ჭაჭა იწარმოება. კომპანიაში სტაბილურად 15 ადამიანია დასაქმებული, თუმცა გაცილებით მეტია იმ ადამიანების რაოდენობა, რომელსაც ,,ჩელთი" სეზონურ სამუშაოებზე ასაქმებს.
უახლესი
59 წუთის წინ
„გორგიაში“ 80%-მდე სააღდგომო ფასდაკლებები დაიწყო1 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7573 ლარი გახდა2 საათის წინ
რამდენია მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა