დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„შაინ ენერჯი“ ელექტრომობილების დამტენების გაყიდვებს იწყებს

„შაინ ენერჯი“ ელექტრომობილების დამტენების გაყიდვებს იწყებს

19-08-2024 19:00:00

კომპანია „შაინ ენერჯი“ ელექტრო მანქანების დამმუხტველების გაყიდვას იწყებს.

როგორც Business Insider Georgia-ს კომპანიაში განუცხადეს, „შაინ ენერჯის“ პარტნიორია მსოფლიოში საუკეთესო ხარისხის ბრენდი – #Huawei , რომელიც 100% -ით აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს.

„ამ ეტაპისთვის ხელმისაწვდომია 7 და 22 კვტ-იანი დამტენები, რომელიც თავსებადია ყველა ევროპული სტანდარტის ელექტრომობილებზე; პირობითად, 50 კვტ/სთ სიმძლავრის ბატარეის დასამუხტად, მხოლოდ 7 საათი* არის საჭირო, რათა სრულად დაიმუხტოს - სიმძლავრე 7 კვტ ერთფაზიანისთვის ან 2.3 საათი* მაქს. სიმძლავრე 22 კვტ სამფაზიანისთვის. მზის ელექტროსადგურის გარდა, ძალიან დიდი მოთხოვნა გაჩნდა ბაზარზე ელექტროდამტენების მიმართულებით. შესაბამისად, ჩვენის მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლის საჭიროება მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ“, - აცხადებენ კომპანიაში.

 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები