2022 წლის განმავლობაში საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირდა 12,193 (14.73% ზრდა წინა წელთან) დამსაქმებელი და თვითდასაქმებული და გაწევრიანდა 124,029 (10.04% ზრდა წინა წელთან) დასაქმებული.
ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს 2022 წლის ანგარიშშა აღნიშნული.
სააგენტოს ცნობით, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ დასაქმებულთა რაოდენობამ ჯამში შეადგინა 1,359,887. ამავე პერიოდში სააგენტოს სისტემაში რეგისტრირებული დამსაქმებლების რაოდენობაა 94,994.
საპენსიო დეკლარაციების საფუძველზე 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საპენსიო შენატანების საერთო ოდენობამ შეადგინა 2,583,270,821.47 ლარი (ფინანსურ ანგარიშგებაში საპენსიო შენატანებს დაკლებულია მაკორექტრირებელი დეკლარაცია თანხით 6,779,785.85 ლარი და დამატებულია 30 და 31 დეკემბერს წარმოდგენილი დეკლარაციები თანხით 3,749 ათასი ლარი, რომლებმაც ე.წ NAV-ში ასახვა ჰპოვეს 2023 წელს).
საპენსიო სქემიდან კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად გასვლის, არასწორად გაწევრიანებული დასაქმებულის მიერ საპენსიო სქემის დატოვების, პენსიის დანიშვნის ან/და საპენსიო აქტივების გაცემის და მაკორექტირებელი დეკლარაციის საფუძველზე (ფინანსურ ანგარიშგებაში მაკორექტრირებელი დეკლარაცია - გატანილია საპენსიო შენატანებთან თანხით 6,779,785.85 ლარი) ფონდიდან გამოტანილი იყო 73,424,468.99 ლარი.
უახლესი