31 ოქტომბერს შეფ გურამ ბაღდოშვილი პორტუგალიაში, ლისაბონში Karater-ის პირველ რესტორანს ხსნის. ამის შესახებ მან Business Insider Georgia-ს განუცხადა.
„რესტორანი გათვლილი იქნება 40 პერსონაზე, მდებარეობს შუაგულ ლისაბონი, ერთ-ერთ ყველაზე ძველ უბანში. გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი ობიექტი როგორც ადგილობრივების ისე ტურისტების საყვარელი ადგილი გახდება“, - ამბობს გურამ ბაღდოშვილი.
მისი ინფორმაციით ბიზნესში კაპიტალდაბანდებამ 250 ევრო შეადგინა და რესტორანი 7 ადამიანს დაასაქმებს, თუმცა შემდეგ იგეგმება ბიზნესის გაფართოება.
„რესტორნის მენიუ არის ქართული, ბევრი საავტორო კერძი მაქვს. ასევე ტრადიციული სამზარეულოს მოდერნ ვარიანტი. ასვე სტუმრებს შევთავაზებთ ქართულ ღვინოებს და კერძების მოსამზადებლად ბევრი პროდუქტი საქართველოდან იქნება იმპორტირებული, ხოლო ნაწილი ლოკალური პროდუქტი. გულსართიანი კერძები, რაც ქართული სამზარეულოს სავიზიტო ბარათია, ამ კერძების მომზადება მოხდება ნატურალური პროდუქტებით. კერძოდ, ვნახეთ ფერმა, საიდანაც მივიღებთ რძეს და დავამზადებ სულგუნსა და იმერულ ყველს“, - ამბობს რესტორნის მფლობელი.
საქართველოში, გურამ ბაღდოშვილი რესტორანი „ჩვენი“-ს მფლობელია. ობიექტი ადგილობრივ ბაზარზე 6 წელია ოპერირებს.
უახლესი
1 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა