მთელი სეზონი მაქსიმალური დატვირთვით ვიმუშავეთ, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს Kvareli Lake Resort-ის წარმომადგენელმა განუცხადა.
„მაქსიმალური დატვირთვით ვიმუშავეთ მთელი სეზონი, როგორც შაბათი კვირის დღეებში ისე კვირის დღეებში, რადგან მთელი სეზონი გვქონდა კორპორაციული ღონისძიებები, დაბადების დღეები, ქორწილები, ბიზნეს შეხვედრები“,- აცხადებენ სასტუმროში.
ივნისში კურორტის ტერიტორიაზე ახალი სასტუმრო გაიხსნა.
„სასტუმრო ყვარლის ტბის კომპლექსში, მოიცავს 57 სასტუმრო ოთახს. ჯამში „ყვარლის ტბის კომპლექსი“ აერთიანებს 100 სასტუმრო ოთახს
„ტერიტორიაზე არის ორი რესტორანი - ქართული და ევროპული, გვაქვს სპა მომსახურება, საუნა, ღია და დახურული აუზი, გასართობი სივრცე - ბილიარდით და სამაგიდო თამაშები, საკონფერენციო 2 დარბაზი,ტერასები ალაზნის ველის ხედით და ტბის ხედით, ახალი სასტუმრო თანამედროვე მინიმალისტური დიზაინით შევქმენით“,- აცხადებენ სასტუმროში.
როგორც „სასტუმრო ყვარლის ტბის“ კომპლექსში აცხადებენ, სასტუმრო ოთახში განთავსების ფასები განსხვავებულია თვეების და დღეების მიხედვით.
„შაბათ-კვირა ოქტომბრის თვეში ახალ სასტუმროში განთავსების ფასი 550 ლარია, ძველ სასტუმროში 420 ლარი, კვირის დღეებში ახალში -420 ლარი , ძველ სასტუმროში 300 ლარი.
გვაქვს მრავალფეროვანი სპა მომსახურება, საუნა, ღია და დახურული აუზი, წყლის ველოსიპედები, გასართობი ოთახი. ჩვენი კონკურენტული უპირატესობაა ჩვენი მომსახურების სერვისი, სამზარეულო ( როგორც ქართული ისე ევროპული) და ლოკაცია რომელიც უნიკალურია ამ რეგიონში“ , - აცხადებენ სასტუმროში.
Kvareli Lake Resort-ი ადგილობრივ ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს.
უახლესი