თბილისის ისტორიულ უბანში მდებარე სასტუმრო Glarros OldTown-ი მიმდინარე წელს სტუმრების დატვირთულობით კმაყოფილია. როგორც Business Insider Georgia-სთან სასტუმროს მენეჯმენტ ჯგუფის HSC Group Hospitality-ის დამფუძნებელმა გიორგი დოლიძემ განაცხადა, ოქტომბერში სასტუმროს დატვირთულობა 70%-ი იყო.
„ქვეყნების სტატისტიკა იგივე გაქვს: ევროპის ქვეყნები, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ისრაელი, მეზობელი ქვეყნები. გასულ წელთან შედარებით ევროპიდან ზრდა საშუალოდ 10%-ია. დატვირთულობამ ოქტომბერში 65-70%-ს მიაღწია, რაც შეეხება ნოემბერ-დეკემბერს 55-60%-იან დატვირთულობას ვარაუდობთ. 2025 წლის მარტის ბოლომდე კი ჩვენი გათვლებით საშუალო დატვირთულობა 60%-ი იქნება. ხოლო აპრილიდან, გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, სასტუმროს დატვირთულობა გაიზრდება და 75%-დან 85%-ის ფარგებში იქნება. მოთხოვნა გაზრდილია ასევე ჯგუფური ტურისტული ვიზიტების მიმართულებითაც“, - განმარტავს გიორგი დოლიძე.
რაც შეეხება საახალწლო დღეებში მოთხოვნას, Glarros OldTown-მა ჯავშნების მიღება უკვე დაიწყო.
„საახალწლოდ მოთხოვნის შემოსვლა იწყება ოქტომბრის დასაწყისში, როგორც ტურისტული კომპანიებიდან, პირდაპირ ტურისტებიდან. აქტიურად გვიკავშირდებიან ის ტურისტები, რომლებიც შარშან ჩვენთან უკვე იყვნენ. სტატისტიკურად ინტერესი ყოველწლიურად იზრდება და წლიდან წლამდე სასტუმროების, ტურისტული კომპანიების და სახელმწიფო სექტორის ერთობლივი მუშაობით ინტერესი იზრდება. ახალი წლის ღამეს ჩვენს სტუმრებს საახალწლო გალა ვახშამს ვთავაზობთ. ამ დღეებში სასტუმროში ძირითადად მეზობელი ქვენები აქტიურობენ“, - განმარტავს დოლიძე.
მისივე თქმით, დედაქალაქის ცენტრში სასტუმროები 30 დეკემბრიდან ივსება და სტუმრები 2-3 იანვრის ჩათვლით რჩებიან.
სასტუმრო Glarros OldTown 2023 წლის 10 მარტს გაიხსნა. სასტუმროში სხვადასხვა კატეგორიის 78 სასტუმრო ნომერია. ასევე არის რესტორანი ქართულ-ევროპული კერძებით.
თბილისის ისტორიულ უბანში, სასტუმრო Glarros OldTown თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა. გამორჩეული დიზაინითა და არქიტექტურით, სასტუმრო მალევე მოხვდა World Architecture Community-ის The WA Awards-ის 15 საუკეთესო არქიტექტურულ ნამუშევარს შორის.
სასტუმროს ქართულ-შვეიცარული მენეჯმენტ კომპანია – HSC Group Hospitality მართავს.
უახლესი