საქსტატის მონაცემებით, სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი (HICP) 2023 წლის მაისის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,3%-ით არის გაზრდილი, ხოლო 2023 წლის მაისი აპრილთან შედარებით 0,3%-ით არის შემცირებული.
წლიურ ჭრილში HICP -ი ყველაზე მაღალია შემდეგ კატეგორიაში: სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (9,2%). მეორე ადგილზეა ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო - 7,2%, ხოლო შემდეგ მოდის განათლება - 7%-ი.
ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთების ინდექსი გაზრდილია 6%-ით, საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები კი 3,4%-ით, დასვენება, გართობა და კულტურა კი 2,7%-ით.
სამაგიეროდ შემცირებაა HICP-ის ტრანსპორტში, ამ სეგმენტში მაისიდან მაისამდე კლება 13,4%-ია, ხოლო კავშირგაბმულობის სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი 3%-ითაა გაიაფებული.
სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი (HICP) გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს.
სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გაანგარიშება ეფუძნება ევროკავშირის მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიურ სახელმძღვანელოს და რეგულაციებს, რომელთა ზედმიწევნით დაცვა სავალდებულოა ამ ინდიკატორის მწარმოებელი ყველა ქვეყნისთვის.
„საქსტატის“ განმარტებით, HICP გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს. ის ეფუძნება ერთიან, ჰარმონიზებულ მეთოდოლოგიას და ამდენად, საქართველოს მიერ ამ ინდიკატორის წარმატებით დანერგვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით.
HICP არ შეცვლის აქამდე არსებულ სამომხმარებლო ფასების ინდექსს, რომელიც კვლავ გამოიყენება ინფლაციის მაჩვენებლის გაანგარიშებისთვის. ჰარმონიზებული ინდექსი წარმოადგენს დამატებით საანალიზო მაჩვენებელს და გამოყენებული იქნება საერთაშორისო შესადარისობის უზრუნველყოფისთვის.
უახლესი
8 საათის წინ
დავით ნარმანია სემეკის მომხმარებლებთან ურთიერთობებზე10 საათის წინ
ლარი ევროსთან გამყარდა10 საათის წინ
გერმანიიდან იმპორტი 27%-იან ზრდას აჩვენებს