სახელმწიფო სს „ხობის ნავთობპროდუქტის“ გასხვისებას წელს უკვე მესამედ ცდილობს. სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 15 400 ცალი ჩვეულებრივი აქციის (სახელმწიფოს წილი კაპიტალში 50.89%) და ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოჯიხევში არსებული 37655.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გასხვისებას 20 ოქტომბერს ჩანიშნულ აუქციონზე კიდევ ერთცელ შეეცდიება.
ობიექტის საწყისი ღირებულება 249 997 ლარია.
2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიის აქტივები 219 351 ლარს შეადგენდა, ხოლო ვალდებულებები 187 681 ლარს. საანგარიშო პერიოდისათვის კომპანიის კაპიტალი 31 670 ლარით იყო განსაზღვრული.
აუქციონის პირობების მიხედვით, საპრივატიზებო მიწის ნაკვეთზე განთავსებული მოძრავი ქონება (ავზები) არ წარმოადგენს პრივატიზების საგანს.
უახლესი
1 საათის წინ
რისი წამალია და როგორ უნდა გამოვიყენოთ პაიდოტერინი?5 საათის წინ
თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად17 საათის წინ
Bitcoin-ის ფასი რეკორდული ზრდის შემდეგ ეცემა