სახელმწიფო კომპანია „იჯიესის“ 50%-ს ყიდის. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 50%-იანი წილის გასასხვისებლად აუქციონი 20 ოქტომბერსაა ჩანიშნული. აუქციონების პირობებიდან ირკვევა, რომ საწყისი ღირებულება კი 2 104 000 ლარს შეადგენს.
კომპანიის 50%-იანი წილის მფლობელი კი არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება გარდაბანი ჰოლდინგზ ფი-ფი ბი.ვი, 66004896 /ნიდერლანდები/.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, „იჯიესის" საკუთრებაშია ქალაქ ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩა N88-ში არსებული შენობა-ნაგებობის ½ ნაწილი, ასევე ამავე მისამართზე არსებული 18608 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1-N11 შენობა-ნაგებობები.
კომპანიის აქტივები (2023 წლის 23 იანვრის მდგომარეობით) 472 791 ლარს შეადგენს, ხოლო ვალდებულებები (2023 წლის 23 იანვრის მდგომარეობით) 0 ლარს. კომპანიის საკუთარი კაპიტალი (2023 წლის 23 იანვრის მდგომარეობით) 472 791 ლარია.
უახლესი
2 საათის წინ
რისი წამალია და როგორ უნდა გამოვიყენოთ პაიდოტერინი?6 საათის წინ
თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად18 საათის წინ
Bitcoin-ის ფასი რეკორდული ზრდის შემდეგ ეცემა