Business Insider Georgia-თვის საქსტატის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, 2022 წლის წინასწარი მონაცემებით, ბრუნვის მიხედვით შემდეგი TOP 5 სასტუმრო გამოიკვეთა:
(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
შპს დრიმლენდ ოაზისს - ორი მფლობელი ჰყავს: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ალბერეტა, /ავსტრია/ - 82%-ს, ხოლო ნიკოლოზი გეგუჩაძე - 18%- ს ფლობს.
შპს ჯი-ემ-თი სასტუმროების 80%-იანი წილის მფლობელია ოტელ თბილისი ჰოლდინგ კომპანი, /სენტ-კიტსი და ნევისი/, ხოლო 20% შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ჯი ემ თი ფლობს.
შპს ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტის მფლობელია - სილქ როუდ გრუპ (მალტა) ლიმიტედ, 4% და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ესარჯი რიალ ისთეით - 96%.
შპს პარაგრაფ შეკვეთილის 100%-ს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ბლექ სი რიზორთსი ფლობს.
შპს აჭარა ჯგუფის 100%-ს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს აჭარა ჯგუფის ჰოლდინგ კომპანია ფლობს.
უახლესი