საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძისა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, პაატა სალიას შემადგენლობით სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარეს, საჰიბა გაფაროვას შეხვდნენ. პარლამენტის თავმჯდომარემ ქართველ დეპუტატებს 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები და მმართველი გუნდის გამარჯვება მიულოცა.
საჰიბა გაფაროვას განცხადებით, უმნიშვნელოვანესია ორი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. მისი ინიციატივით, უახლოეს მომავალში ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი მომზადდება, რომელიც განხილვისა და ხელმოწერის მიზნით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს გაეგზავნება.
დელეგაციას შეხვედრა ჰქონდა აზერბაიჯანის პარლამენტში საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ არზუ ნაგიევთან და მეგობრობის ჯგუფის წევრებთან. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების უფრო მეტი ინტენსიურობით წარმოებისა და თემატური კომიტეტების თანამშრომლობის ხელშეწყობაზე.
გივი მიქანაძემ აზერბაიჯანელი დეპუტატები საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია. ვიზიტი 2025 წლის დასაწყისში განხორციელდება, დელეგაცია კი ძირითადად კომიტეტების თავმჯდომარეებით იქნება დაკომპლექტებული.
შეხვედრებს აზერბაიჯანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პატარაძე ესწრებოდა.
უახლესი
10 საათის წინ
რა ფასად შეიძენთ საახალწლო ნაძვის ხეს გორგიაში11 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8130 ლარი გახდა