ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2024 წლის თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 8 751 202 ათას დოლარს შეადგენს, რაც ეროვნულ ვალუტაში დაახლოებით 23 283 448 ათასი ლარია.
2024 წლის თებერვალში 2023 წლის თებერვალთან შედარებით სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობა 6%-ითაა გაზრდილი.
ფინანსთა სამინისტროს საიტზე განთავსებული მაჩვენებლებით, 2023 წლის თებერვლის მდგომარეობით სახელმწიფო საგარეო ვალი მოცულობა 8 264 521 ათასი დოლარი იყო.
2024 წლის თებერვლის მდგომარეობით მთავრობის საგარეო ვალი 8 353 596 ათასი დოლარით განისაზღვრა, ეროვნულ ვალუტაში კი ის 22 225 579 ათასი ლარია.
თებერვლის მონაცემებითვე, მრავალმხრივი კრედიტორების წინაშე დავალიანება 6 281 707 ათასი დოლარია, ანუ 16 713 111 ათასი ლარი. საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან:
აზიის განვითარების ბანკი (ADB), აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), რეკონსტრუქციის და განვითარების განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD)
უახლესი
1 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა