დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საერთაშორისო IT სკოლის ბრენდი შემოგვყავს - ავთანდილ კასრაძე ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბზე

საერთაშორისო IT სკოლის ბრენდი შემოგვყავს - ავთანდილ კასრაძე ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბზე

27-02-2025 19:00:00

ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში საერთაშორისო ბრენდის IT სკოლა გაიხსნება. ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში ​სტუმრობისას საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ განაცხადა.

„ასევე საერთაშორისო IT სკოლა ბრენდი შემოგვყავს,რომელიც არის ექსკლუზიურად სკოლის მოსწავლეებისთვის. შესაბამისად, მოსახლეობას ექნება ფუფუნება, რომ სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ ბავშვები წაიყვანონ ამ შენობაში და ძალიან მაღალი დონის ტრენერებთან ერთად მიიღონ წამყვანი ცოდნა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია იმ პროფესიებს დაეუფლონ, რომლებიც ბავშვებს ძალიან უყვართ და ტექნოლოგიებს დასაწყისშივე ეზიარონ. 

ასევე აქ წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიები, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ 150-მდე საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია შემოვიყვანეთ ქვეყანაში იმ ახალი საგადასახადო რეფორმის შედეგად რომელიც ამ სექტორს საქართველოს მთავრობამ შესთავაზა.

ჩვენ გვინდა, რომ ეს საერთაშორისო წამყვანი  IT ძალა ასევე ჩავიდეს და იცხოვროს ქუთაისში, რაც ასევე მნიშვნელოვანი იქნება იქაური უძრავი ქონების ბიზნესის მიმართულებისთვის, ასევე ქუთაისის ეკონომიკის ზრდისთვის და მეორეს მხრივ დამატებითი დასაქმების შესაძლებლობაა ადგილობრივი მოსახლეობისთვის“, - განაცხადა კასრაძემ.

მისი თქმით, უკვე 15 საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც მზად არიან, რომ რეგიონული ოფისები გახსნან.

„მათთვის საინტერესოა ყველა ის ხელშემწყობი მექანიზმი, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ტექნოლოგიური კომპანიების მისამართით. მოგეხსენებათ, რომ ტექნოლოგიურ კომპანიებს აქვთ ყველაზე სწრაფად ზრდის პოტენციალი და შესაბამისად ჩვენ მაქსიმალურად უნდა უზრუნველვყოთ ეს მიმართულება. საქართველოში არსებულ საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიებში დასაქმებული ადამიანების საშუალო ხელფასი 5-ჯერ მეტია, ვიდრე საქართველოში არსებული საშუალო ხელფასი. შესაბამისად, ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ამ მიმართულებას, რომ რაც შეიძლება მეტი ტექნოლოგიური კომპანია იყოს და ამ მხრივ თუნდაც მუზეუმის კომპონენტი, საერთაშორისო  IT სკოლის კომპონენტი, ქართველებმა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენ ვიყოთ მზად ამ საერთაშორისო კომპანიებში მუშაობისთვის, იმისთვის, რომ მივიღოთ მაღალი ხელფასი“, - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ. 

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

3 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები