დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
EBRD-მა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 6%-მდე გაზარდა

EBRD-მა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 6%-მდე გაზარდა

27-02-2025 19:54:00

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD)-მა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი  6%-მდე გაზარდა. აღნიშნულის შესახებ, EBRD-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ. ბოლო განახლების მიხედვით პროგნოზი 4.6%-ით იყო განსაზღვრული, რომელიც 1.4%-ით გაიზარდა. 

რეგიონის მაჩვენებლები შემდეგნაირად ნაწილდება :

სომხეთი | ზრდის პროგნოზი 2025 წელს - 5.0

აზერბაიჯანი | ზრდის პროგნოზი 2025 წელს - 3.0

საქართველო | ზრდის პროგნოზი 2025 წელს - 6.0

მოლდოვა | ზრდის პროგნოზი 2025 წელს -2.0

უკრაინა | ზრდის პროგნოზი 2025 წელს - 3.5

აღსანიშნავია, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD)-ის მიერ წარმოდგენილი 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მაქსიმალური საქართველოს შემთხვევაშია და განსაზღვრულია 6%-ით, ხოლო მინიმალური მაჩვენებელი მოლდოვა 2%-ით. ამასთან, მოლდოვისა და უკრაინის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები შემცირებულია შესაბამისი - 1.5% და 1.2%-ით. 

ავტორი:

ნინო ჭანტურია
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები