დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
TOP-5 ბრენდული ქსელი თბილისში - Galt & Taggart-ის კვლევა

TOP-5 ბრენდული ქსელი თბილისში - Galt & Taggart-ის კვლევა

27-02-2025 22:00:00

სუპერმარკეტების ქსელი „ნიკორა“ თბილისში საცალო ვაჭრობიდან მიღებული შემოსავლების მიხედვით ლიდერობს. როგორც Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ FMCG სექტორის ანგარიშშია აღნიშნული, საცალო ვაჭრობიდან მიღებული შემოსავლების მიხედვით თბილისში „ნიკორას“ წილი 18,9%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა „დეილი ჯგუფი“, რომლი წილიც 18,7%-ია. თბილისის მასშტაბით მეოსამე პოზიციას კი „ორი ნაბიჯი“ იკავებს და ბაზრის 18,4%-ს ფლობს. მეოთზე ადგილზე 13,0%-იანი წილით „კარფურია“, ხოლო მეხუთე პოზიციაზე, 5,3%-იანი წილით „აგროჰაბი“. 

2024 წელს FMCG ბაზარი წლიურად 6.8%-ით გაიზარდა და 22.7 მლრდ ლარს მიაღწია. როგორც მოსალოდნელი იყო, ბრენდული ქსელები სხვა ფორმატებზე მაღალი ტემპით გაიზარდა წლიურად 14.9%-ით 9.2 მლრდ ლარამდე, ხოლო სხვა ფორმატები 1.9%-ით 13.5 მლრდ ლარამდე. შედეგად,
ბრენდული ქსელების წილი 2023 წელს დაფიქსირებული 37.6%-დან 40.4%-მდე გაიზარდა 2024 წელს.
ბრენდული ქსელების შემოსავლის ზრდა ძირითადად გეოგრაფიული ექსპანსიით იყო გამოწვეული. 2024 წელს, ბრენდული მაღაზიების ქსელს 500-მდე ახალი მაღაზია დაემატა, აქედან დაახლოებით 350 რეგიონში, დანარჩენი თბილისში. შედეგად მაღაზიების რაოდენობა თბილისსა და რეგიონებში გათანაბრდა.

რეგიონებში ბრენდული ქსელების შემოსავლები წლიურად 23.6%-ით გაიზარდა, ხოლო თბილისში 9.3%-ით, რის გამოც თბილისის წილი ჯამურ შემოსავლებში 57.8%-მდე შემცირდა 2024 წელს (58.9% იყო 2023 წელს).

„ჩვენი მოლოდინით, რეგიონში გაფართოების მაღალი ტემპი მომავალშიც გაგრძელდება. 2024 წლის შეფასებით, გაფართოებისთვის ყველაზე მიმზიდველი საქართველოს რეგიონებია აჭარა და ქვემო
ქართლი, ხოლო თბილისის უბნებიდან საბურთალო, გლდანი და სამგორი“, - აცხადებენ Galt & Taggart-ში.

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები