ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD)-მა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 6%-მდე გაზარდა. აღნიშნულის შესახებ, EBRD-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ. ბოლო განახლების მიხედვით პროგნოზი 4.6%-ით იყო განსაზღვრული, რომელიც 1.4%-ით გაიზარდა.
რეგიონის მაჩვენებლები შემდეგნაირად ნაწილდება :
სომხეთი | ზრდის პროგნოზი 2025 წელს - 5.0
აზერბაიჯანი | ზრდის პროგნოზი 2025 წელს - 3.0
საქართველო | ზრდის პროგნოზი 2025 წელს - 6.0
მოლდოვა | ზრდის პროგნოზი 2025 წელს -2.0
უკრაინა | ზრდის პროგნოზი 2025 წელს - 3.5
აღსანიშნავია, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD)-ის მიერ წარმოდგენილი 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მაქსიმალური საქართველოს შემთხვევაშია და განსაზღვრულია 6%-ით, ხოლო მინიმალური მაჩვენებელი მოლდოვა 2%-ით. ამასთან, მოლდოვისა და უკრაინის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები შემცირებულია შესაბამისი - 1.5% და 1.2%-ით.
უახლესი
8 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8172 ლარი გახდა8 საათის წინ
იანვრის მაჩვენებლებით ხორბლის იმპორტი შემცირდა