საქართველოს ბანკის მობილბანკი განახლდა. აპლიკაცია, რომელიც 1.6 მილიონ მომხმარებელს ყოველდღიური ფინანსური თუ სხვა სახის საჭიროებების დისტანციურად, მარტივად მოგვარებაში ეხმარება, უკვე 8.0 ვერსიის სახითაა ხელმისაწვდომი. მისი შესაძლებლობები კი კიდევ უფრო გაიზარდა - მოხდა რედიზაინი, გაუმჯობესდა არსებული პროდუქტები და დაემატა არაერთი სრულიად ახალი პროდუქტი.
საქართველოს ბანკის მობილბანკის ახალ (8.0) ვერსიაში დაგხვდებათ:
ამას გარდა, ერთ-ერთი მთავარი ცვლილება მთავარ გვერდს შეეხო. მომხმარებელს უკვე შესაძლებლობა აქვს, მთავარ გვერდზე გამოიტანოს სასურველი ფუნქციონალები და პროდუქტები. ამასთან, კიდევ უფრო ინტუიციური და მოსახერხებელი გახდა გადახდებისა და შეთავაზებების გვერდებზე სხვადასხვა ტრანზაქციისა თუ ოპერაციის შესრულება.
„ციფრულ არხებში თითოეულ ფუნქციონალსა და პროდუქტს ჩვენ მომხმარებლებისგან მიღებულ უკუკავშირზე დაყრდნობით ქმნით ან ვაახლებთ. შედეგად კი უკვე გვაქვს ინოვაციური, სწრაფი, მრავალფეროვანი ფუნქციონალების მქონე მობილბანკი, რომელმაც მსოფლიოში საუკეთესო მობილბანკის ტიტული უკვე დაიმსახურა. ეს ყველაფერი მიუთითებს ჩვენს სწრაფვაზე ინოვაციურობისა და უახლესი ტექნოლოგიების დანერგვისადმი. რაც მთავარია, არ ვჩერდებით და მომავალშიც არაერთ საინტერესო სიახლეს შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებლებს“, - განაცხადა გიორგი ვახტანგიშვილმა, საქართველოს ბანკის ციფრული მიმართულების ხელმძღვანელმა.
აღმოაჩინეთ განახლებული მობილბანკის შესაძლებლობები ამ ბმულით.
უახლესი
8 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8172 ლარი გახდა8 საათის წინ
იანვრის მაჩვენებლებით ხორბლის იმპორტი შემცირდა