2023 წლის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 1 063,6 მილიონი ლარი.
ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 248,5 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 73,5 მილიონი ლარი.
სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 300,9 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 374,3 მილიონ ლარს.
ინფორმაციას საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
2023 წლის მონაცემებით, მოზიდული სადაზღვევო პრემიით ბაზარზე „ჯიპიაი“ (184 მლნ. ლარი) ლიდერობს, მას მოსდევს „თიბისი“ (177 მლნ ლარი) , მესამე ადგილზე „ალდაგი“ (170 მლნ ლარი), მეოთხე ადგილზეა "არდი" (100 მლნ ლარი), ხოლო მეხუთე ადგილს სადაზღვევო კომპანია "იმედი L“ (95 მლნ ლარი) იკავებს.
2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.
უახლესი
5 საათის წინ
ნოემბერში სებ-მა რეზერვები 85.7 მლნ დოლარით შეავსო6 საათის წინ
ნამიბია - ქართული ლოკოკინის ახალი საექსპორტო ბაზარი