საქსტატის მონაცემებით, ორ თვეში საქართველომ 19,319.20 ტონა მარილი იყიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებზე 3%-ით მეტია.
2022 წლის იანვარ-თებერვალში ქვეყანაში მარილის იმპორტმა 18,720.97 ტონა შეადგინა. მიმდინარე მაჩვენებლებით საქართველოში იმპორტირებული მარილის 60.5%-ზე თურქეთზე მოდის.
ბოლო 14 წლის სტატისტიკით კი საქართველომ ყველაზე მეტი მარილი 2022 წელს იყიდა, სულ 69,810.67 ტონა რაშიც $6,134.95 გადაიხადა გადაიხადა. 2022 წლის მაჩვენებლები კი 2021 წელთან შედარებით 21%-იან ზრდას აჩვენებს.
2022 წლის მონაცემებით ქვეყანაში იმპორტირებული მარილის 52%-ი თურქეთზე მოდის - 36,070.32 ტონა.
მეორე ადგილზეა ირანი, საიდანაც ქვეყანამ პროდუქტის 31%ი შემოიტანა, სულ 21,959.71 ტონა. მესამე ადგილზე კი აზერბაიჯანია საიდანაც მოხმარებული მარილის 11%-ი - 7,407.59 ტონა იყიდა.
2022 წლის მაჩვენებლებით ევრიკავშირიდან მარილის იმპორტის წილი 1%-ს შეადგენს.
უახლესი