მიმაჩნია, რომ ეს არის ეკონომიკური გუნდის ძალიან დიდი წარმატება, ვინაიდან თავად EMAAR-ი გახლავთ არაბთა გაერთიანებული საამიროების წამყვანი კომპანია და EMAAR-ს უკავშირდება ის დიდი წარმატება, რასაც დუბაიმ მიაღწია ბოლო 30 წლის განმავლობაში, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ბიზნესმენმა ჯემალ ინაიშვილმა განაცხადა. ინაიშვილის განმარტებით, საქართველოს ბაზარზე EMAAR ჯგუფის შემოსვლით კიდევ უფრო გაიზრდება დეველოპერული ბაზარი და ის ახალი ინვესტიციების მოზიდვის წინაპირობაც გახდება.
„მათ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელეს საამიროებში და მათ შორის სხვა ქვეყნებშიც, მაგრამ გამოვყოფდი სამ პროექტს, ეს არის „მარინა“, „დუბაი მოლი“ და „ბურჯ ხალიფა“. მგონია, რომ დუბაიში ყველა ჩამსვლელმა იცის, ეს სამი პროექტი. თუმცა კომპანიას სხვა ბევრი, ასობით პროექტი აქვს განხორციელებული.
ჩვენი ქვეყნისთვის EMAAR-ის შემოსვლა მნიშვნელოვანია, ვინაიდან მიმაჩნია, რომ დეველოპმენტი არის წამყვანი და ლოკომოტივი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის და ასეთი ცნობილი კომპანიის შემოსვლა ჩვენს ბაზარზე რა თქმა უნდა დამატებითი სტიმული იქნება ამ დარგის განვითარების, რადგანაც ამ დარგზეა აწყობილი სხვა დარგები, ეს არის მშენებლობა, ვაჭრობა, ტრანსპორტი და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა EMAAR-ს აქვს დიდი გამოცდილება. აქ საუბარი არ არის, რომ ისინი კონკურენციას გაუწევენ ადგილობრივ დეველოპერებს, არამედ პირიქით ახალ სიტყვას შემოიტანენ ამ ბიზნესში და ახალ ინვესტიციებს მოიზიდავენ“, - აღნიშნა ჯემალ ინაიშვილმა.
უახლესი
6 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8004 ლარია