დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობა გარდაუვალი აუცილებლობაა, ჩემი ინფორმაციით ყველაფერი კეთდება, რომ ეს პროექტი განხორციელდეს  - ჯემალ ინაიშვილი

ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობა გარდაუვალი აუცილებლობაა, ჩემი ინფორმაციით ყველაფერი კეთდება, რომ ეს პროექტი განხორციელდეს  - ჯემალ ინაიშვილი

11-02-2025 20:00:00

ბიზნესმენი ჯემალ ინაიშვილი მიიჩნევს, რომ იმისათვის საქართველომ კონკურენტული უპირატესობა შეინარჩუნოს უნდა განავითაროს ინფრასტრუქტურა. როგორც ბიზნესმენმა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა, ამისათვის კი მნიშვნელოვანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება. 

„იმედია,რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საკითხი უახლოეს ხანებში გადაწყდება და ეს პროექტი რაც შეიძლება მალე განხორციელდება. ანაკლიის ახალი ნავსადგურის მშენებლობა ეს არის გარდაუვალი აუცილებლობა. აქედან გამომდინარე, ჩემი ინფორმაციით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეს პროექტი განხორციელდეს“, - აცხადებს ჯემალ ინაიშვილი 

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები