დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ფინანსური განათლების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი „სხვა სამყარო“ sCoolApp-ში მეორე სეზონით დაბრუნდა

ფინანსური განათლების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი „სხვა სამყარო“ sCoolApp-ში მეორე სეზონით დაბრუნდა

11-02-2025 19:21:00

საქართველოს ბანკის მიერ სპეციალურად მოსწავლეებისთვის შექმნილ sCoolApp-ში "სხვა სამყარო" ახალი, მეორე სეზონით დაბრუნდა.

„სხვა სამყარო“, ფინანსური განათლების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი, საინტერესო მოვლენებით სავსე მეტავერსია, სადაც მომხმარებელი უამრავ პერსონაჟს ხვდება და მათთან ერთად სხვადასხვა მისიას ასრულებს.

თამაშში მოსწავლეები სხვა სამყაროსისტორიას უნიკალური პერსონაჟებით, ილუსტრაციებით დაანიმაციებით ეცნობიან. ისინი ზოგად ცოდნასა და ლოგიკაზე დაყრდნობით ერთი შეხედვით მარტივ და სახალისო, მაგრამ დამაფიქრებელ შეკითხვებს პასუხობენ, რომლებიც ეტაპობრივად ეხსნებათ აპლიკაციაში. სწორი პასუხის შემთხვევაში კი საჩუქრად „სხვა სამყაროს“ ჯილდოს — გლითერებს იღებენ, რომლის მეშვეობითაც საკუთარ  ავატარებს ააწყობენ. მოსწავლეებს „სხვა სამყაროს“ პერსონაჟები ეხმარებიან, გაერკვნენ თამაშის წესებში, შეასრულონ დავალებები - სახალისო, შემეცნებითი დაფინანსური განათლების გარშემო შექმნილი მისიები.

თამაშის მეორე სეზონი უკვე დაიწყო. მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მოსწავლეს შეუძლია, ამისთვის მხოლოდ საქართველოს ბანკის პირველი საბავშვო აპლიკაციის - sCoolApp-ის სმარტფონში ქონაა საჭირო.

 

აპლიკაციის გადმოწერა შესაძლებელია როგორც Android, ასევე iOS მოწყობილობებზე.

 

აღსანიშნავია, რომ  BOG sCoolApp –ს ყოველთვიურად 100,000-ზე მეტი მოსწავლე იყენებს, რომელთათვისაც აპლიკაცია ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა. აქ დროის სასიამოვნოდ გაყვანასთან და გართობასთან ერთად მოსწავლეები საკუთარი ანგარიშის მართვას, ფინანსებს კონტროლსა და ყულაბის მეშვეობის თანხის დაზოგვას სწავლობენ. ამ ყველაფერთან ერთად კი, სპეციალურად მათთვის შექმნილ შეთავაზებებს ეცნობიან.

 

BOG sCoolApp-ზე რეგისტრაციისთვის საჭიროა, მოსწავლემ მიუთითოს მშობლის მონაცემები და მშობელმადაადასტუროს sCoolApp-ის აქტივაცია საკუთარი მობილბანკიდან.

 

 

ავტორი:

ნინო ჭანტურია
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები