მთავრობამ სამგზავრო გადაყვანების რეფორმა გასულ წელს დააანონსა და ამ ხსნის განმავლობაში ავტოსადგურებს თუ გადამზიდავებს მოსამზადებლად გარკვეული პერიოდი ჰქონდათ.
როგორც „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ლევან გამყრელიძემ განაცხადა, რეფორმის ფარგლებში 2025 წლის 1 ივნისამდე ავტოსადგურების სავალდებულო სერტიფიცირება უნდა განხორციელდეს.
„ვითარება მთელი წლების განმავლობაში იყო დაურეგულირებელი, იყო ქაოტური მდგომარეობა როგორც ავტოსადგურების, ისე გადამზიდავების მიმართულებით - ეს დიდი გამოწვევა იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსთვის. მივიღეთ კანონი, ვიმუშავეთ ამაზე, რომელიც ძალაში შედის ეტაპობრივად. პირველ რიგში ისინიც კანონის ჩარჩოებიდან იყვნენ გასულები და იყო უგულებელყოფა უსაფრთხოების ნორმების. არ არსებობდა კომფორტი. იცით, რომ ყველა ბენზინგასამართ სადგურზე გახსნილი იყო ავტოსადგურები, რომლებიც კანონის მიღმა იყვნენ. ეს კანონი, რომელიც პარლამენტმა მიიღო ამ გამოწვევას უკვე პასუხობს. ეს არის ევროსტანდარტების მიხედვით და არეგულირებს, როგორც ავტოსადგურებს ისე გადამზიდავებს.
ავტოსადგურებზე ინფრასტრუქტურის მოწყობა, 2025 წლის 1 ივნისამდე მათ ავალდებულებს სერტიფიცირებას. ამ პერიოდისთვის ისინი უნდა იყვნენ განებართვიანებული, ანუ სერტიფიცირებულები. სერტიფიკატის აღებისთვის კი ძალიან მინიმალური ვალდებულებებია კანონით დაწესებული, ეს არის მათი უსაფრთხოება, ეს არის მათი სამედიცინო კაბინეტი, ეს არის მოსაცდელები, ბაქნები სხვა და სხვა. ეს ყველაფერი აქამდე იყო ქაოტური და არ არსებობდა საერთოდ. უმრავლესობას შევეხები და საერთოდ არ არსებობდა ეს ინფრასტრუქტურა. მათ დღეს კი ინფრასტრუქტურის მინიმალური მოთხოვნები აქვთ დასაკმაყოფილებელი და როგორც კი მინიმალურ მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო მათ სერტიფიცირებას განახორციელებს. სერტიფიცირება ხდება 3 წლის ვადით“, - აღნიშნა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა.
უახლესი
5 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8004 ლარია