დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„იელთი ჯგუფი“ და ესტონური უძრავი ქონების მმართველი კომპანია IPM (International Property Management) თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავიდნენ

„იელთი ჯგუფი“ და ესტონური უძრავი ქონების მმართველი კომპანია IPM (International Property Management) თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავიდნენ

11-02-2025 16:22:00

„იელეთი ჯგუფსა“ და IPM-ს შორის 2022 წელს დადებული ხელშეკრულების შედეგად დაწყებული პარტნიორობა ახალ ფაზაში გადადის  და კომპანია სრულად იღებს პასუხისმგებლობას, ბათუმის „იელთი კვარტალში“ არსებული აპარტ-ჰოტელების მართვაზე. 

IPM, რომელიც 2017 წელს დაარსდა, როგორც უძრავი ქონების მართვისა და მომსახურების კომპანია, წარმატებით ოპერირებს ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვაში, პოლონეთსა და კვიპროსში. კომპანიის პორტფოლიო აერთიანებს ბუტიკური სასტუმროების და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აპარტ-ჰოტელების მართვისა და მომსახურების სერვისს. 

საქართველოს ბაზარზე, სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო სასტუმრო მმართველი კომპანიაა წარმოდგენილი, თუმცა ბათუმის სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭირო გახდა პროფილური გამოცდილების კომპანიის დაკონტაქტება. 

გლობალურ ბრენდებს სასტუმროს ცენტრალიზებული მართვის გამოცდილება უფრო აქვთ, ის თავისებურებები კი რომელიც ბათუმის საინვესტიციო უძრავ ქონებას ახასიათებს, ხშირ შემთხვევაში მათთვისაც უცხოა. ბათუმის საინვესტიციო უძრავი ქონების ბაზარზე, უდიდესი წილი მოდის აპარტ-ჰოტელებზე, რაც გაცილებით კომპლექსური პროდუქტია, ნომრების ინდივიდუალური მესაკუთრეებიდან დაწყებული, საინჟინრო თუ ტექნიკური სპეციფიკაციებით დასრულებული. 

ჩვენივე და ადგილობრივი ბაზრის გამოცდილებით, საჭირო გახდა ისეთი საერთაშორისო მმართველის მოძიება, რომელსაც კონკრეტულად აპარტ-ჰოტელების სეგმენტში ექნებოდა წარმატებული გამოცდილება. სწორედ მართვის ეფექტიანობა განსაზღვრავს ნდობას და ბათუმის საინვესტიციო უძრავი ქონების მიმზიდველობას. 
ინვესტორებს, რომლებიც შეიძენენ აპარტამენტებს „ილეთი კვარტალში“, ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ IPM-ის პროფესიონალური მართვის სერვისით, რაც მათ ინვესტიციას მაქსიმალურად მომგებიანს გახდის. განაცხადა მამუკა მახარაძემ. „იელთი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა. 

„ჩვენ ვართ IPM, უძრავი ქონების  მმართველი კომპანია მრავალწლიანი გამოცდილებით ევროპაში, კერძოდ ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვაში, პოლონეთში და კვიპროსში. კომპანიის ძირითადი  მიმართულებაა კერძო აპარტამენტებისა და ბუტიკ ტიპის სასტუმროების პროფესიონალურ მართვა, ვიღებთ დიდ პასუხისმგებლობას, რათა უზრუნველვყოთ მაღალი შედეგიანობა და ფინანსური ღირებულება თანაბრად, როგორც ბუტიკური სასტუმროებისთვის, ისე აპარტ-ჰოტელებისთვის.
ჩვენი მიზანია აღმოვაჩინოთ ახალი შესაძლებლობები, გავზარდოთ პროდუქტიულობა და შევქმნათ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების ახალი სტანდარტები. ვხედავთ, როგორ იზრდება საქართველო ტურიზმის ბაზარზე. თუ სტატისტიკურ მონაცემებს გავითვალისწინებთ, საქართველო თავისი განვითარების ტემპით აჯობა ბევრ წამყვან ევროპულ ქვეყანასაც კი ამ პროფილის მიმართულებით. ბათუმი, როგორც შავი ზღვის რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური ტურისტული მიმართულება, განაგრძობს განვითარებას და იზიდავს საერთაშორისო ყურადღებას. ბოლო წლებში ქალაქმა მრავალი პრესტიჟული აღიარება მიიღო, მათ შორის მსოფლიოში ყველა სეზონის ტურისტული დანიშნულება (World Travel Awards 2024), ევროპის ოთხი სეზონის ტურისტული დანიშნულება (World Travel Awards 2023), საუკეთესო ევროპული ქალაქი ინვესტირებისთვის (Forbes 2022) და სხვა. დიდ გამოწვევას წარმოადგენს ბიზნესის დაწყება ახალ ქვეყანაში, და ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, ვინ იქნებოდა რეგიონში ექსკლუზიური პარტნიორი, საბოლოდ არჩევანი გავაკეთეთ „ილეთი ჯგუფზე“, როგორც სანდო და მუდმივად მზარდ კომპანიაზე, რომლის განვითარების სტრატეგია სრულად შეესაბამება ჩვენს გეგმებსა და ხედვებს.

ჩვენი დაპირება ეხება მართვის ხარისხის კონტროლს, პერმანენტულ ზრუნვას სტუმრების გამოცდილების გაუმჯობესებაზე, ადმინისტრაციული და იურიდიული პროცესების სიმარტივეს, რაც ჩვენს მომხმარებლებს გარკვეულ პრივილეგიებს ანიჭებს. IPM-ის ჩართულობით, ბათუმის „ილეთი კვარტალში“ უძრავი ქონების მესაკუთრე-ინვესტორებს, შეუძლიათ იყვნენ დარწმუნებულნი, რომ მათი ქონება ეფექტიანად იმართება, რაც პირდაპირპროპორციულად ზრდის მათი ინვესტიციის მომგებიანობას. 

მიმდინარე თვიდან, დაწყებულია გადმობარების პროცესი და IPM Georgia-ს გუნდი აქტიურ კავშირზე გადის ჩვენს მესაკუთრე/ინვესტორებთან და ვიმედოვნებთ რომ უმოკლეს ვადებში ჩამოვაყალიბებთ პარტნიორულ ურთიერთობას ყველა მათგანთან“.  დეტალურად გაგვაცნო ინფორმაცია ბაჩი ლეკვეიშვილმა, IPM Georgia-ს გენერალური მენეჯერი.
„იელთი ჯგუფს“ წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს ისეთ საერთაშორისო ბრენდებთან, როგორიცაა Barceló Hotel Group და Wyndham Hotels & Resorts, IPM-ის დამატება  გლობალური პარტნიორების ქსელში კიდევ უფრო ამყარებს „იელთის“  რეპუტაციას უმაღლესი ხარისხის უძრავი ქონებისა და სასტუმრო ბიზნესის და ეფექტიანი ინვესტიციის მიმართულებით.


 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები