დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჯემალ ინაიშვილი ,,აქტაუს პორტის" დამოუკიდებელ დირექტორად აირჩიეს - რა შესაძლებლობები ჩნდება საქართველოს და ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით

ჯემალ ინაიშვილი ,,აქტაუს პორტის" დამოუკიდებელ დირექტორად აირჩიეს - რა შესაძლებლობები ჩნდება საქართველოს და ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით

11-02-2025 19:26:00


„თბილისის დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ბიზნესმენი ჯემალ ინაიშვილი აქტაუს პორტის დამოუკიდებელ დირექტორად დანიშნა. როგორც ბიზნესმენმა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა, ყაზახეთი საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყანაა, რადგანაც მას რამდენიმე სასაზღვრო გამშვები პუნქტი აკავშირებს ჩინეთთან. 

„ყაზახეთი არის არამხოლოდ მდიდარი თავისი წიაღისეულით, არამედ თამაშობს ძალიან დიდ და მნიშვნელოვანს, როლს როგორც სატრანზიტო ქვეყანა. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ზუსტად გახლავთ ჩინეთთან კავშირი ყაზახეთის. მათ აქვთ რამდენიმე სასაზღვრო გამშვებ პუნქტი, სადაც ხორციელდება და სადაც არის დიდი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაა მოწყობილი და მეორე გაგრძელება ამისა უკვე გახლავთ აქტაუ. აქტაუს ნავსადგურის ყაზახეთის წამყვანი ნავსადგურია და შესაბამისად ერთ-ერთი მთავარი მიმართულება და ჩვენთვისაც სტრატეგიული მიმართულება ყაზახეთის გახლავთ ის, რომ არის შუა დერეფნის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე“, - აცხადებ ინაიშვილი.

ბიზნესმენი ამბობს, რომ საქართველოსთვის მთავარ გამოწვევად ისევ სათანადო ინფრასტრუქტურა და ტარიფები რჩება, რაზეც მუშაობა მიმდინარეობს. 

„სამწუხაროდ ჩვენთვის ტარიფები და ინფრასტრუქტურა რჩება პრობლემად, მაგრამ ამ მიმართულებით მუშაობა მიდის. უფრო ძვირი ჯდება, როდესაც გიხდება ერთი და იმავე ტვირთის რამდენჯერმე გადატვირთვა სხვადასხვა ნავსადგურში, მერე ისევ გადაზიდვა ხმელეთით, მაგრამ ზოგიერთ მიმართულებებს ალტერნატივა არ აქვს და აქედან გამომდინარე ყაზახეთი ჩვენთვის არამარტო საინტერესოა იმპორტის თვალსაზრისით, როდესაც ჩვენი მეშვეობით შედის ყაზახეთში იმპორტი, ასევე საინტერესოა როგორც საექსპორტო ქვეყანა, რადგანაც გარდა იმისა, რომ არის ტრანზიტული ქვეყანა და ჩინეთიდან ბევრ ტვირთი შემოდის, რომელიც შემდგომ ჩვენთანაც მოემართება, მნიშვნელოვანია, რომ ყაზახეთი თვითონ არის მდიდარი ქვეყანა რესურსებით და დიდია ყაზახური ექსპორტი მსოფლიო ბაზრებზე და აქედან გამომდინარე ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულება შეიძლება ვიყოთ ჩვენ თუ  გვექნება კარგი მომსახურება, კარგი ინფრასტრუქტურა და კონკურენტული ფასები“, - აცხადებს ინაიშვილი. 

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები