დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
APM Terminals Poti-მ ხარისხის მართვის საერთაშორისო სერთიფიკატი ISO 9001:2015 მიიღო

APM Terminals Poti-მ ხარისხის მართვის საერთაშორისო სერთიფიკატი ISO 9001:2015 მიიღო

11-02-2025 17:38:00

ეიპიემ ტერმინალს ფოთმა ხარისხის მართვის საერთაშორისო სერთიფიკატი ISO 9001:2015 მიიღო, რისი მიხედვითაც კომპანიის მიერ ნაყარი ტვირთის დამუშავების პროცესი პასუხობს საკანონმდებლო მოთხოვნებს და შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ხარისხის მართვის სისტემის სერტიფიცირების პროცესში განხორციელდა სტანდარტების შესწავლა და რისკების შეფასება, გაანალიზდა შესაბამისობის მოთხოვნები, გაუმჯობესდა სამუშაო ინსტრუქციები და ხარისხის მართვის ორგანიგრამა, რაც, ასევე, გათვალისწინებული იქნება ნაყარ ტვირთზე მომუშავე კადრების შერჩევისა და განვითარების პროცესში.

APM Terminals Poti-ს ISO 9001:2015 საერთაშორისო სერტიფიცირება, TÜV Austria-მ მიანიჭა. TÜV Austria საერთაშორისოდ აღიარებული მასერტიფიცირებელი ორგანოა, რომელიც ახორციელებს აუდიტორულ, ინსპექტირებისა და პროდუქტის შესაბამისობის დადასტურების აუდიტების სერვისებს.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები