მეგრული სამზარეულო ,,ბაჟე" მომხმარებლებს ხუთ კაცზე გათვლილ მენიუს სთავაზობს. შეკვეთები დაწყებულია, მომხმარებლებს შორის კი არიან უცხოელი ტურისტებიც, რომლებშიც კომპანიის მიერ შეთავაზებული სრვისები უმკლეს პერიოდშივე გახდა პოპულარული. აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Georgia- თან კომპანიის მენეჯერმა მარიამ შაქარიშვილმა განაცხადა.
„საახალწლოდ ხუთ პერსპონაჟზე გათვლილი მენიუ გვაქვს, ეს შთავაზება არის მათთვის, ვინც გადაღლილია, უნდა რომ სახლში შეხვდეს ახალ წელს და ვერ ასწრებს კერძების მომზადებას, ჩვენ ამ მომსახურებას ვთავაზობთ. საკმაოდ აქტიური ტემპია, კმაყოფილი ვართ. ვმუშაობთ თბილისის მასშტაბით, შესაბამისად, გვიკვეთავენ დედაქალაქში მცხოვრებლები, ასევე ტურისტები, რომლებშიც ჩვენი სამზარეულო საკმაოდ პოპულარულია. ამ ეტაპზე საახალწლო სუფრასა და მიტანის სერვისზე ვართ გადართული.
ზოგადად ინტერესი მზარდია, გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ განსაკუთრებული მიწონებით სარგებლობს ჩვენი სამზარეულო, განსხვავებული კონცეფციაა, სახლური მეგრული გემოებია, რაზეც ყოველთვის არის ინტერესი", - ამბობს მარიამ შაქარიშვილი.
„ბაჟეს“ საახალწლო შეთავაზება ძალაშია 20 დეკემბრამდე. სერვისის საფასური 259 ლარს შეადგენს
. ამ ხაზს „ბაჟე" სამომავლოდაც შეინარჩუნებს და მეგრული გამორჩეული გემოების კერძებს მომხმარებელს უკვე საკუთარ ტერიტორიაზე შესთავაზებს.
2024 წლისთვის ,,ბაჟე" რესტორნის გახსნას გეგმავს, რაზეც მუშაობა პრაქტიკულად დაწყებულია.
უახლესი
1 საათის წინ
თურქეთი 2026 წელს 5G ინტერნეტის დანერგვას გეგმავს