დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რაზე ისაუბრა დავით სონღულაშვილმა ხორბლის, ფქვილის და პურის მწარმოებლებთან

რაზე ისაუბრა დავით სონღულაშვილმა ხორბლის, ფქვილის და პურის მწარმოებლებთან

16-01-2025 12:13:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის, პურის მრეწველთა კავშირის და წისქვილკომბინატების წარმომადგენლებს შეხვდა. 
მინისტრმა, შეხვედრის მონაწილეებთან ერთად, სექტორში არსებული ვითარების დეტალები განიხილა და ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული მიმართულება განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების საკითხს.
მხარეებმა შეხვედრაზე წარმოებებში დასაქმების, ბაზრების დივერსიფიცირების და ფასების რეგულაციების საკითხებზე იმსჯელეს. 
როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფოსთვის კერძო სექტორის მხარდაჭერა პრიორიტეტია. დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებთან, მწარმოებლებთან შეხვედრებზე განიხილება ყველა გამოწვევა და გადაწყვეტილებები შეჯერებული მოსაზრებების საფუძველზე მიიღება. 
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე და შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

3 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები