სებ-მა საგადახდო მომსახურების პროვაიდერი "ფეი უნიქარდი" დააჯარიმა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, განხორციელდა საგადახდო მომსახურების პროვაიდერის შპს „ფეი უნიქარდი“-ს დაჯარიმება 39,500 ლარის ოდენობით, კერძოდ:
შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორად წარმოდგენის 2 შემთხვევის გამო;
10 კლიენტთან მიმართებით არ მომხდარა მათი ქონებისა და ფულადი სახსრების წარმომავლობის დოკუმენტურად დადგენა;
1 კლიენტთან მიმართებით არ განხორციელებულა პროვაიდერის შიდა პოლიტიკა/პროცედურებით განსაზღვრული შესაბამი რისკფაქტორების გათვალისწინებით რისკის მინიჭება;
1 კლიენტთან მიმართებით არ მომხდარა კლიენტის ქონების შესახებ მოპოვებული დოკუმენტების შენახვა.
უახლესი
2 საათის წინ
ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა3 საათის წინ
თურქეთი 2026 წელს 5G ინტერნეტის დანერგვას გეგმავს