დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სააგენტოს ამოცანაა, საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო მარშრუტების განვითარება, რაც ადგილობრივი  გადამზიდავებისთვის ახალ შესაძლებლობებს გააჩენს - ლევან გამყრელიძე

სააგენტოს ამოცანაა, საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო მარშრუტების განვითარება, რაც ადგილობრივი გადამზიდავებისთვის ახალ შესაძლებლობებს გააჩენს - ლევან გამყრელიძე

22-12-2023 15:27:00

„საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო  რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების  შესახებ’’ გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, საქართველოში რეგისტრირებულ გადამზიდველებს საავტომობილო გზით უკვე შეუძლიათ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე სატრანსპორტო ოპერაციების განხორციელება. 

სააგენტოს დირექტორის, ლევან გამყრელიძის განცხადებით, ჩინეთის მხარესთან შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი გახდა  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აქტიური ძალისხმევითა და სსიპ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უშუალო ჩართულობით. მისი თქმით, შეთანხმების შედეგად, ახალ ეტაპზე გადადის საქართველო - ჩინეთის თანამშრომლობა საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში.

„საქართველოზე გამავალი სხვა სატრანსპორტო მარშრუტების განვითარება და ქართველი გადამზიდველებისთვის საავტომობილო ტრანსპორტის მიმართულებით ახალი შესაძლებლობების უზრუნველყოფა სააგენტოს მნიშვნელოვანი ამოცანაა. სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო მომავალშიც გააგრძელებს ქართველი გადამზიდველების ინტერესების დაცვას და კონკურენტუნარიანობის ზრდას ახალ ბაზრებზე,“ - განაცხადა სააგენტოს დირექტორმა. 

სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ პირველი ნებართვა უკვე გასცა. სააგენტოს თბილისის ფილიალიდან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ორმხრივი/ტრანზიტული და მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან ნებართვების მიღება უკვე შესაძლებელია. რაც შეეხება რეგიონის ოფისებს, ნებართვების გაცემა დაიწყება მომავალი წლიდან.
შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოში და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში რეგისტრირებული გადამზიდველებისთვის, როგორც ორმხრივი და ტრანზიტული, ისე მესამე ქვეყანაში/ქვეყნებიდან გადაზიდვის კვოტების გაცვლას.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები