წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წლის II კვარტალში 505.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის II კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 29.9 პროცენტით მეტია.
2023 წლის II კვარტალში სააქციო კაპიტალი, წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებთან შედარებით 23.3 პროცენტით შემცირდა და 72.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 14.4 პროცენტია. რეინვესტიციამ 422.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მისი წილი 83.5 პროცენტით განისაზღვრა.
პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო - 168.3 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 33.3 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება თურქეთი - 71.0 მლნ. აშშ დოლარით (14.0 პროცენტი), ხოლო მესამეზე ნიდერლანდები - 62.7 მლნ. აშშ დოლარით (12.4 პროცენტი). ხუთი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 78.0 პროცენტს შეადგენს.
2023 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 255.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 50.6 პროცენტია. მეორე ადგილს იკავებს ენერგეტიკის სექტორი - 137.2 მლნ. აშშ დოლარით (27.1 პროცენტი), ხოლო მესამეზე იმყოფება დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 35.6 მლნ. აშშ დოლარით (7.0 პროცენტი)
უახლესი
15 საათის წინ
5 მიზეზი, თუ რატომ უნდა გახდეთ SOLO15 საათის წინ
ჯადოსნური საშობაო ბაზრობა შატო მუხრანში