დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
5 მიზეზი, თუ რატომ უნდა გახდეთ SOLO

5 მიზეზი, თუ რატომ უნდა გახდეთ SOLO

09-11-2024 12:44:00

გიზიარებთ ბლოგს: ჩვენი ცხოვრების ტემპი სწრაფია. ალბათ ხშირად გქონიათ ისეთი მომენტები, როდესაც რაღაცას ვერ ასწრებთ – შვებულება ახლოვდება და სამსახურის საქმეების გამო მოგზაურობის დასაგეგმად ვერასდროს იცლით ან თანხის დაგროვებაზე, სხვა ფინანსურ საკითხებზე გამოცდილი მრჩეველი გჭირდებათ.

ამ ყოველდღიურობის გასამარტივებლად შეგიძლიათ გახდე SOLO მომხმარებელი. ეს სერვისი აერთიანებს თქვენზე მორგებულ საბანკო მომსახურებას და Lifestyle შესაძლებლობებს, იქნება ეს მნიშვნელოვან ღონისძიებებზე, მასტერკლასებზე თუ ვორკშოპებზე დასწრება ან, თუნდაც, მხოლოდ SOLO-ებისთვის შექმნილი ექსკლუზიური შეთავაზებები.

ამ ბლოგში სწორედ SOLO-ს საბანკო და არასაბანკო უპირატესობებზე მოგიყვებით, ჩამოგითვლით იმ 5 მიზეზს, თუ რატომ უნდა გახდეთ SOLO:

SOLO ბანკირი

შესაძლოა, გიფიქრიათ, რა კარგი იქნებოდა, რომ არსებობდეს ფინანსური მრჩეველი, ადამიანი, რომელიც პერსონალურად გიცნობთ, გთავაზობთ სხვადასხვა საბანკო ან Lifestyle პროდუქტს და გეხმარებათ სწორი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში.

სწორედ ამ და სხვა მნიშვნელოვან პასუხისმგებლობებს აერთიანებს SOLO ბანკირი – ის, ვინც მუდმივად მზად არის დაგეხმაროთ და თქვენი ყოველდღიურობა გაამარტივოს.

განაღდების გაზრდილი ლიმიტი

საბანკო სერვისებიდან ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტრანზაქცია თანხის გამოტანა, ანუ განაღდებაა. თუ ხშირად გიწევთ დიდი თანხის გამოტანა ან სხვისთვის ნაღდი ფულის მიცემა, როგორც SOLO მომხმარებელს, გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა, რომ ეს დისკომფორტი სრულად აიცილოთ თავიდან და დღიურად 50 000-ლარიანი განაღდების ლიმიტით ისარგებლოთ.

პრემიუმ ანაბარი

თუ თანხის დაზოგვას დააპირებთ, შეგიძლიათ პრემიუმ ანაბარი გახსნათ – სპეციალურად SOLO მომხმარებლებისთვის შექმნილი სადეპოზიტო პროდუქტი, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ, ანაბრის მოსახერხებელი პირობებით ისარგებლოთ.

მათ შორის, დაამატებთ ან გამოიტანთ თანხას საჭიროებისას, ნებისმიერ დროს. დაგროვებულ თანხაზე კი სტანდარტულზე უფრო მაღალი პროცენტიც დაგერიცხებათ. თქვენი მიზნების სწრაფად და მარტივად მისაღწევად ასე უკვე პირველ დიდ ნაბიჯს გადადგამთ.

Visa კონსიერჟი

ყოველდღიურობაში გართულს, თუ მეგობრის დაბადების დღისთვის საჩუქრის ყიდვა დაგავიწყდათ ან მოგზაურობის დასაგეგმად ვერ მოიცალეთ, შეგიძლიათ უკვე აღარ ინერვიულოთ, რადგან Visa კონსიერჟი მოგიგვარებთ ნებისმიერ არასაბანკო საკითხს.

მაგალითად, თქვენ ნაცვლად შეიძენს და გაგზავნის საჩუქარს, დაგიჯავშნით რესტორანს, დაგიგეგმავთ მოგზაურობას ან დაგეხმარებათ საყვარელი სპექტაკლის ბილეთის ყიდვაში. კონსიერჟს ჩატის საშუალებით შეგიძლიათ მიწეროთ და 24/7 გიპასუხებს.

სარგებელი ანგარიშზე

როგორც გითხარით, SOLO საკუთარ მომხმარებლებს ბევრ ექსკლუზიურ სერვისს სთავაზობს, მათ შორის როგორც საბანკო, ასევე Lifestyle უპირატესობებს. ერთ-ერთი განსაკუთრებული ისაა, რომ თუ ანგარიშზე მინიმუმ 1000 ლარი გექნებათ განთავსებული, ჩვენგან სარგებლის სახით ამ თანხის 2%-დან 4%-მდე დაგერიცხებათ.

კიდევ ერთი უპირატესობა

ალბათ გაიგებდით, რომ საქართველოს ბანკი მობილბანკში ყოველდღიურობა ჯილდოვდება – სხვადასხვა საჩუქარს იღებთ ისეთ აქტივობებში, რასაც მანამდე ისედაც აკეთებდით.

ერთ-ერთი ასეთი აქტივობა სწორედ SOLO დებიუტანტია – გახდით SOLO და სხვა უპირატესობებთან ერთად მიიღეთ საჩუქარი მობილბანკშიც.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები