დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რომელ კერძო უნივერსიტეტებს აქვთ მაღალი სახელფასო ხარჯები

რომელ კერძო უნივერსიტეტებს აქვთ მაღალი სახელფასო ხარჯები

07-12-2023 18:30:06

Business Insider Georgia-ს კვლევის თანახმად გამოიკვეთა, რომ ყველაზე მაღალი სახელფასო ხარჯები კავკასიის უნივერსიტეტს აქვს 2020 წელს პერსონალზე გაწეულმა ხარჯმა 10 მილიონი ლარი შეადგინა, 2021 წელს კი სახელფასო ხარჯები გაზრდილია 18.4% და 11.9 მილიონ ლარს შეადგენს.

ხელფასების თვალსაზრისით მეორე ადგილზეა კსუ, რომლის სახელფასო ხარჯმა 2020 წელს 6.7 მილიონი ლარი შეადგინა, 2021 წელს კი ყველაზე დიდი 29.6%-ით გაიზარდა და 8.7 მილიონი ლარი შეადგინა.

თავისუფალი უნივერსიტეტის სახელფასო ხარჯები კი ასევე სტაბილურია, 6.2 მილიონი ლარი 2020 წელს შეადგენდა, 2021 წელს კი 3.9% გაიზარდა და 6.5 მილიონი ლარი შეადგინა. ხელფასების თვალსაზრისით, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი სეუ-ს აქვს, კერძოდ 2020 წელს 5.5 მილიონი ლარი, 2021 წელს კი 13.6%-იანი ზრდა აქვთ და შეადგინა 6.25 მილიონი ლარი.

კავკასიის უნივერსიტეტს, შემოსავალთან მიმართებაში ყველაზე მაღალი ანაზღაურების წილი აქვს, კერძოდ 2021 წელს 47%, 2020 წელს 48.1% მთლიან შემოსავლებში, რაც ნიშნავს, რომ შემოსავლების ნახევარს დაახლოებით ხელფასების მომსახურებისათვის იხდის.

შემდგომში ყველაზე მაღალი პროპორციული წილი თავისუფალ უნივერსიტეტს აქვს, 35.7% 2021 წელს, 34.4% კი 2020 წელს. კსუ- ს მონაცემებიც ახლოსაა თავისუფალი უნივერსიტეტის მონაცემებთან და 33.4% და 33.6% შეადგენს 2021,2020 წლებში შესაბამისად, სეუ-ს მაჩვენებელი სხვა უნივერსიტეტებთან შედარებით ნაკლებია და 29.9% და 32.1% შეადგენს, 2021-2020 წლებში შესაბამისად.

უნივერსიტეტების შემთხვევაში, ძირითადი ხარჯის კომპონენტს წარმოადგენს პერსონალზე გადახდილი ხარჯები, რადგან საგანმანათლებლო სექტორი ძირითადად მიეკუთვნება პერსონალზე დაფუძნებულ ბიზნეს (labour intensive) და არ საჭიროებს დიდი ოდენობით ფიზიკურ კაპიტალს. 

ავტორი: პაპუმა გიქორიშვილი

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები