WEFORWARD-ის პროფესიონალების გუნდი, რომელიც წლებია ტვირთის ტრანსპორტირების სფეროში მოღვაწეობს, ტვირთის დროული და უსაფრთხო მიწოდების გარანტიას იძლევა.
როგორც Business Insider Georgia-სთან WEFORWARD-ის თანადამფუძნებელმა თემო მაისურაძემ განაცხადა, კომპანიის მაგალითზე ექსპორტის და იმპორტის კუთხით ყველაზე აქტიური ევროპის მიმართულებაა.
„ჩვენი კომპანია ყველაზე მეტ ექსპორტს ევროპის მიმართულებით ახორციელებს და ყველაზე აქტიური ჩვენს შემთხვევაში სახმელეთო გადაზიდვებია. საქართველოდან საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალშია ღვინო, ჭაჭა, არაყი, ყავა, ჩაი, სუნელები, ტყემალი, ლიმონათები, კომპოტები, ავტონაწილები, დიპლომატიური ტვირთები და ავეჯი, ასევე სომხეთიდან ევროპაში გაგვაქვს კონიაკი, სამზარეულოს ავეჯი, დანადგარები (ტრანზიტულად) და ელექტრო მოწყობილობები (ტრანზიტულად).
რაც შეეხება იმპორტს, იმპორტს ვახორციელებთ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, თუმცა ჩვენი ძირითადი მიმართულება ევროპის ქვეყნები, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ჩინეთი და თურქეთია. ამ 4 ძირითადზე მოდის ჩვენი გადაზიდვების ძირითადი წილი“, - აცხადებს თემო მაისურაძე.
საახალწლო პერიოდში ყველა გადამზიდავისთვის აქტიური მიმართულება ხდება ჩინეთი, რადგანაც საახალწლოდ ტვირთების დიდი ნაწილი სწორედ ამ ქვეყნიდან შემოდის. მით უმეტეს, რომ წელს შუა დერეფნის კორიდორის კონტექსტშიც ჩინეთიდან გადმოზიდვების მოცულობა გაზრდილია. ასევე სარკინიგზო ხაზების ამუშავებამ ჩინეთიდან, საქართველოში სატრანზიტო ვადების შემცირებასაც შეუწყო ხელი.
თემო მაისურაძის თქმითვე, იმ ფონზე, როცა სუეცის არხი და წითელი ზღვა ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის გამო ჩაკეტილია, შეიცვალა მარშრუტები. თუ ამ არხის ჩაკეტვამდე საზღვაო გზით ჩინეთიდან - საქართველომდე დაახლოებით თვე ნახევარი იყო საჭირო, ახლა ეს ვადები საზღვაო გადაზიდვის შემთხვევაში 80-85 დღემდე გაიზარდა, რკინიგზა და სახმელეთო გზები კი საუკეთესო საშუალებაა სატრანზიტო ვადის შესამცირებლად, რკინიგზით სრულ მოცულობაზე დაახლოებით 30-35 დღე სჭირდება ტვირთის ჩამოსატანად, სახმელეთო გადაზიდვების შემთხვევაში კი 25-30 დღე.
„ჩინეთიდან გადმოზიდვებში ზრდა დაახლოებით 20%-მდეა გაზრდილი, საუბარია იმ ტვირთებზე, რომელიც უშუალოდ საქართველოში რჩება. ასევე აქტიურად ვმუშაობთ ტრანზიტულ და რე-ექსპორტის ტიპის გადაზიდვებზე. დავიმატეთ რამდენიმე ევროპული კომპანია, რომლებსაც ჩინეთიდან - ევროპაში საზღვაო გადაზიდვებზე ვემსახურებით, ოღონდ ამ ტვირთებს პირდაპირ ჩინეთიდან - ევროპაში ვგზავნით (არა საქართველოს გავლით).
ახალი წლების მოახლოებასთან ერთად რა თქმა უნდა ტრანსპორტზე მოთხოვნა იმატებს, ეს სფეროც ასე მუშაობს, ფასები დამოკიდებულია მოთხოვნაზე, ვინაიდან წინასაახალწლოდ საზღვრებზე დიდი რიგებია, საჰაერო თუ საზღვაო ტერმინალები კი გადატვირთული, ტრანსპორტირების ვადებიც და ფასებიც, ყოველ განახლებაზე მზარდია. რაც შეეხება ფასებს, ძნელია იმის თქმა რამდენი პროცენტით გაიზარდა გადაზიდვის ღირებულება, რადგან ყველა ტვირთი ინდივიდუალურია და კალკულაციის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ტვირთის დეტალებსა და სპეციფიკას, საუბარია შესყიდვის პირობაზე, დატვირთვისა და დაცლის ლოკაციაზე, ტვირთის გაბარიტებზე, წონასა და ტვირთის სახეობაზე.
ჩინეთიდან გადმოზიდვებში ყველა ტიპის გადმოზიდვებს აქტიურად ვახორციელებთ, მათ შორის სახმელეთოს, საზღვაოს, სარკინიგზოს და საჰაეროს. საუბარია, როგორც შერეულ ტვირთებზე (LTL/FTL) ისე სრულ მოცულობებზე (FTL/FCL/Rail-FCL),“ - აცხადებს WEFORWARD-ის თანადამფუძნებელი.
WEFORWARD-ი ბაზარზე 2009 წლიდან ოპერირებს და მისი თანადამფუძნებელი კომპანიის კონკრეტულ უპირატესობად, რამდენიმე ფაქტორს ასახელებს.
„ჩვენ არ ვართ ეგრეთ წოდებული ტრადიციული „ქერიერ“ გადამზიდი კომპანია, რომელიც მხოლოდ საკუთარ სერვისზე თუ მოძრავ შემადგენლობაზეა დამოკიდებული. ჩვენ ვართ კომპანია, რომელიც კონტრაქტებისა და კონტაქტების გამოყენებით მომხმარებელს ურჩევს სწორედ იმ სერვისს, რომელიც მას იმ მომენტში ყველაზე მეტად სჭირდება, ამავდროულად არ ვართ დამოკიდებული ერთ კონკრეტულ საწყობზე, ერთ საზღვაო თუ საჰაერო ხაზზე, ჩვენი მთავარი ამოცანაა თითოეული შეკითხვა გავატენდეროთ ჩვენს სანდო პარტნიორებზე საუბარია რამდენიმე კომპანიაზე და საუკეთესო შეთავაზებული ფასი მომხმარებლამდე მივიტანოთ ფასნამატით ისე, რომ არ ავცდეთ ამ კონკრეტული ტვირთის იმ მომენტში არსებულ გადაზიდვის საბაზრო ღირებულებას, მცირე ტენდერი კი ყოველთვის საშუალებას გვაძლევს, რომ საბაზრო ფასებზე წარმოდგენა გვქონდეს, მაგალითად, მომხმარებელს შეიძლება ჰქონდეს საზღვაო ტვირთი დუბაიდან, მომხმარებელი თუ პირდაპირ Maersk-ის საზღვაო ხაზს მიმართავს პირობითად მიიღებს კონკრეტულად Maersk-ის ფასს, ჩვენთან გამოგზავნის შემთხვევაში კი ჩვენ მისთვის ფასებს დავადგენთ სხვადასხვა საზღვაო ხაზებით მაგალითად ფასს ავიღებთ: CMA-სგან, MSC-სგან, Maersk-ისგან და ასე შემდეგ. აქედან მომხმარებელს ამოვურჩევთ საუკეთესო ვარიანტს მისი მოთხოვნის შესაბამისად. ასევე მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად დაახლოებით სატრანზიტო ვადებსა და გემის მარშრუტებზე წვდომა და წარმოდგენა გვაქვს, რაც საშუალებას გვაძლევს მომხმარებელს სწორად მივაწოდოთ ინფორმაცია მოსალოდნელ სატრანზიტო პერიოდზე. მაგალითისთვის მოვიყვან ასევე ტვირთის სპეციფიკას, პირობითად, მომხმარებელს თუ მსხვრევადი ტვირთი ჩამოაქვს თან ნაკრები/ LTL სახმელეთო გადაზიდვის ტიპით უმჯობესია თუ აღნიშნული ტვირთი არ გადაიტვირთება სხვა ტრაილერზე, ვინაიდან თითოეული გადატვირთვა ტვირთის დაზიანების რისკს ზრდის. ჩვენ ზუსტად ვიცით რომელი პარტნიორი კომპანია რა პრინციპით მუშაობს, ვინ ტვირთავს შუალედურ საწყობში და ვის მოაქვს გადატვირთვის გარეშე. საბოლოოდ იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ ვართ იმ პროფესიონალთა გუნდი ვინც ზუსტად იცის, „ქერიერების“ სუსტი და ძლიერი მხარეები და მომხმარებელს ურჩევს სწორედ იმ გადამზიდს, რომელიც მომხმარებელს იმ მომენტში ყველაზე მეტად სჭირდება, შესაბამისად ჩვენ კომპანიას უფრო ვუწოდებდი ლოგისტიკურ ასისტენტს პარტნიორი კომპანიებისთვის, ვიდრე, როგორც ტრადიციულ გადამზიდ კომპანიას“, - აცხადებს კომპანიის თანადამფუძნებელი.
ირკვევა, რომ WEFORWARD-ს საწყობი აქვს ყველა ქვეყანაში, თუმცა არც ერთი საწყობი მის საკუთრებაში არ არის.
„პარტნიორები, რომელთანაც კონტრაქტი გვაკავშირებს ისინი გვიზიარებენ საწყობებს და გაქვს ე.წ. „შეარ საწყობები“ და პირობითად ხვალ, რომ მითხრათ რომ გერმანიაში მჭირდება საწყობი, სადაც ჩემს ტვირთს მიიტანენ და მერე ჩამომიტანე, შეგვიძლია საწყობის მისამართი გაგიზიაროთ და მის თავისუფლად გამოყენებას შეძლებთ, - განმარტავს თემო მაისურაძე.
მისივე თქმით, 1,5 წელია რაც აღნიშნული კომპანიით ოპერირება განაახლეს, მანამდე მუშაობა სრულად დათმობილი ჰქონდა ციფრულ პლატფორმაზე მუშაობას, რომელმაც საბოლოო ჯამში არ გაამართლა, ახლა უკვე წელიწად ნახევარია აღნიშნულ კომპანიას ჩაუტარდა რე-ბრენდინგი, ამ ხნის განმავლობაში კი კომპანიამ მოახერხა საწყისი 100 000 ლარიდან ბრუნვა 10 მილიონიანამდე გაეზარდა და მომსახურება გაეწია ისეთი კომპანიებისთვის როგორებიც არიან: დომუსი, არქი, ჰიუნდი, მეამა, მიდეა, ორბი და სხვა.
WEFORWARD-ი მომხმარებლებს სთავაზობს შემდეგი ტიპის სერვისებს: სახმელეთო გადაზიდვებს, საზღვაო გადაზიდვებს, საჰაერო გადაზიდვებს, საბროკერო მომსახურებას, სასაწყობე სერვისს, კარამდე მიტანის სერვისსა და ტვირთის დაზღვევის სერვისს.
უახლესი
10 საათის წინ
რისი წამალია და როგორ უნდა გამოვიყენოთ პაიდოტერინი?15 საათის წინ
თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად1 დღის წინ
Bitcoin-ის ფასი რეკორდული ზრდის შემდეგ ეცემა