გასულ კვირას ქართული კომპანიების აქციების ფასები ლონდონის ბირჟაზე გაიზარდა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიმოხილვაშია აღნიშნული.
Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 54.40 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +2.84% წინა კვირასთან შედარებით და +12.98% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 307 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 50.50 - 54.70 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 51 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 44.00 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +2.33% წინა კვირასთან შედარებით და +24.29% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 496 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 41.10 - 44.25 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 149 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 14.94 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +3.46% წინა კვირასთან შედარებით და +24.50% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 584 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 14.42 - 15.78 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 76 ათასი აქცია შეადგინა.
უახლესი
1 საათის წინ
Cosmo-მ ასორტიმენტი გააფართოვა3 საათის წინ
Nika Hotel and Club გაფართოებას გეგმავს