დეველოპერულმა კომპანიამ „მეტროპოლი“ ბათუმში ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო. როგორც „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ მამუკა იმედაშვილმა განაცხადა, „მეტროპოლ პარალელის“ საცხოვრებელი კომპლექსი ზღვისპირა ქალაქის შუაგულში - ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე განთავსდება და ორ მაღალსართულიან კორპუსს გააერთიანებს.
„ჩვენ დავიწყეთ პირველი საცხოვრებელი კომპლექსი ბათუმში. ეს არის „მეტროპოლ პარალელი“, რომელიც მდებარეობს ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე. უფრო კონკრეტულად, რომ ვთქვათ ეს არის ცენტრალური საფეხბურთო მოედნის მოპირდაპირე მხარეს. რამდენიმე დღის წინ გვქონდა ოფიციალური გახსნა მშენებლობის, სადაც სიმბოლურად კაფსულა ჩავდეთ. პროექტის გახსნას ესწრებოდნენ, როგორც ჩვენი მომავალი მობინადრეები, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები. თვითონ პროექტს რაც შეეხება, პროექტი მოიცავს 2 მაღალ სართულიან კორპუსს. 33 და 35 სართულიანი კორპუსები იქნება, რომლებიც ერთმანეთის პარალელურად მდებარეობს და პროექტის სახელწოდებაც აქედან შევარჩიეთ. პროექტს გამოარჩევს ის, რომ მოგეხსენებათ ბათუმში აპელირება ხდება ძირითადად ზღვის ხედებზე და აქაც რა თქმა უნდა ზღვის ხედები იქნება და ამავდროულად არის მთის ხედიც. პროექტს რაც შეეხება არის 3 წლიანი, ანუ დასრულდება 2027 წელს. წინასწარი გაყიდვები უკვე დაწყებულია“, - აღნიშნა მამუკა იმედაშვილმა.
მისივე თქმით, პროექტის ლოკაცია მაქსიმალურად მორგებული ადამიანის ცხოვრების კომფორტზე.
„ჩვენ არამხოლოდ ამ პროექტზე, არამედ ნებისმიერი პროექტის ჩანასახშივე ძალიან ბევრს ვფიქრობთ იმაზე, რომ ლოკაცია იყოს მაქსიმალურად მორგებული ადამიანის ცხოვრების კომფორტზე, არამხოლოდ პროექტი, არამედ გარშემო ობიექტებიც. ამ მხრივ გამონაკლისი არც „პარალელია“. პირველ რიგში აღვნიშნავ ლოკაციას, რადგანაც გარშემო მაცხოვრებლებისთვის ყველა ის ობიექტია, რომელიც მათთვის ყოველდღიურობაში მნიშვნელოვანია, მაგალითად ეს იქნება სკოლა, საბავშვო ბაღი, სავაჭრო ცენტრები, იუსტიციის სახლი, საფეხბურთო მოედანი და რაღა თქმა უნდა ზღვა.
რაც შეეხება მშენებლობის პროცესს, აქ რა თქმა უნდა ისევე როგორც „მეტროპოლის“ ნებისმიერ პროექტში გამოყენებული იქნება ეკოლოგიურად სუფთა მასალები. თვითონ გენერალური გემითაა გათვალისწინებული ენერგოეფექტურობის კომპონენტი, რაც ამცირებს ტენიანობას. ტენიანობის შემცირება კი ბათუმში ორმაგად და ათმაგად მნიშვნელოვანია. მშენებლობის პროცესში ყველა საერთაშორისო სტანდარტი იქნება დაცული“, - განმარტავს „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე.
ჯამში, 474 აპარტამენტი „მეტროპოლ პარალელის“ ორ მრავალსართულიან კორპუსში გადანაწილდება. საცხოვრებლად ან საინვესტიციოდ მომხმარებელი თავად აირჩევს სასურველი ტიპის ბინას, იქნება ეს ერთსაძინებლიანი სტუდიო თუ პენტჰაუზი.
„მეტროპოლის პარალელში“ გაყიდვები უკვე დაწყებულია.
„პირველადი გაყიდვები დაწყებულია და ცხადია ასეთ დროს გაქვს განსაკუთრებული შეთავაზებები ფასთან დაკავშირებით. ეს იქნება ნებისმიერი ტიპის ბინაზე 8%-მდე ფასდაკლება. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ მხოლოდ ფასი არ არის მნიშვნელოვანი, ასევე მნიშვნელოვანია გადახდის პირობების მორგება, ვგულისხმობ პირველად შენატანს და შემდგომ გადახდის გრაფიკს. ჩვენ ნებისმიერი პროექტის დაგეგმარებისას ბევრ დროს ვუთმობთ ამ პროცესს, რომ ჩვენი მომხმარებელი არის ბათუმელიც, თბილისელიც და უცხოელიც და მათი გემოვნება საკმაოდ მრავალფეროვანია. ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ მათ გემოვნებას მოვერგოთ და ბინების მაქსიმალურად მრავალფეროვანი ასორტიმენტი შევთავაზოთ, რაც ჩვენს შემთხვევაში 32 კვ.მ-დან იწყება და სრულდება პენტჰაუზებით (200 კვ/მ-მდე)“, - ამბობს მამუკა იმედაშვილი.
აღსანიშნავია, რომ „მეტროპოლისთვის“ „მეტროპოლი პარალელი“ ბათუმში რიგით მესამე საინვესტიციო პროექტია.
„ბათუმი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქია. მოგეხსენებათ ჩვენი პროექტები „კუბი“ და „ოვალი“ სწორედ ბათუმში მდებარეობს და ისინი ძირითადად საინვესტიციო პროექტებია. ორივე პროექტის მშენებლობა მიმდინარეობს ფრანგულ საერთაშორისო ბრენდ „ლუქს ჰოტელს გრუპთან“ თანამშრომლობით და ორივე პროექტში განთავსება 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო „როიალ ტულიპი“. „ლუქს ჰოტელს გრუპი“ ეს არის საერთაშორისო ფრანგული ბრენდი, რომელიც 54 ქვეყანაშია წარმოდგენილი და 1600-მდე სასტუმროს აერთიანებს. მათ მშენებლობის საკმაოდ მაღალი სტანდარტები აქვთ. ჩვენ როდესაც მათთან თანამშრომლობა დავიწყეთ ამ სტანდარტებზე იყო საუბარი და მოხარული ვარ, რომ მიმდინარე პროცესში ჩვენ ამ სტანდარტებს ვაკმაყოფილებთ“, - აცხადებს „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე.
აღსანიშნავია, რომ „მეტროპოლის“ ბათუმის პროექტებმა „ოვალი“ და „კუბი“ საერთაშორისო აღიარება უკვე მოიპოვეს.
„საერთაშორისო დონეზე გასვლა რა თქმა უნდა ჩვენს სტრატეგიაში არის, თუმცა მეორეს მხრივ ბათუმის ნაწილზე ვიტყვი, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა თავი იგრძნოს კომფორტულად, თუმცა ვფიქრობთ, რომ ინფრასტრუქტურული იერსახით პროექტები მაქსიმალურად მოერგოს რეგიონს, ქალაქს და ასე შემდეგ. ბათუმის ნაწილში ეს პროექტები დაამშვენებს იქაურ იერსახეს“, - მიიჩნევს „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე.
„მეტროპოლი“ ბაზარზე ორი წელია ოპერირებს და დღეისათვის 12 პროექტს აერთიანებს, საიდანაც 6 მიმდინარეა.
„დაახლოებით 2 წელი და რამდენიმე თვეა რაც ბაზარზე აქტიურად ვართ წარმოდგენილები. ვფიქრობ, რომ ეს არ არის დიდი დრო, თუმცა საკმაოდ აქტიური ნაბიჯებით შემოვედით ჩვენს საკმაოდ მაღალკონკურენტულ ბაზარზე. გეგმებიც საკმაოდ ამბიციური გვაქვს. თვითონ ამ 2 წელიწადში შესრულებას რაც შეეხება, ჩვენ ჯამში გაქვს 12 პროექტი. ამ 12 პროექტიდან 6 არის მიმდინარე პროექტი,ხოლო 6 დაგეგმარების ეტაპზეა. 6 მიმდინარე პროექტიდან 3 არის თბილისში, ხოლო 3 ბათუმში. თბილისში მიმდინარე პროექტებია „მეტროპოლ ქავთარაძე“, „მეტროპოლ ბაგები“ და „მეტროპოლ ორთაჭალა“. „მეტროპოლ ბაგებზე“ მინდა გითხრათ ორიოდე სიტყვით, რომ ეს არის ჩვენი პირველი პროექტი, რომელიც უკვე წლის ბოლოს დასრულდება. ჩვენთვის ორმაგად მნიშვნელოვანია, რომ მობინადრეები იმ ვადებში გადავლენ კომპლექსი, რაც წინასწარ იყო განსაზღვრული“, - ამბობს მამუკა იმედაშვილი.
უახლესი
26 წუთის წინ
რა სიახლეებს სთავაზობს „ფუსფუსი“ მომხმარებლებს1 საათის წინ
XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნა