დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საკანონმდებლო ორგანომ  პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილება ცნო

საკანონმდებლო ორგანომ  პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილება ცნო

25-11-2024 13:26:00

საკანონმდებლო ორგანომ  88 ხმით,  პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილება ცნო.

კენჭისყრამდე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა პარლამენტს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები გააცნო და პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაცია გადასცა.

გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, არჩევნებში 2 111 834-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. არჩევნების საბოლოო შედეგის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ" 89 მანდატი (53, 93% ) მოიპოვა, „კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროამ" - 19 მანდატი (11, 03%), „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობამ" - 16 მანდატი (10.17%), „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" - 14 მანდატი (8,81%,), „გახარია საქართველოსთვის"- 12 მანდატი (7,78%).

პარლამენტის წევრებმა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი დადეს. ფიცის დადების შემდეგ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები