დეველოპერულმა კომპანია „მეტროპოლმა“ ბათუმში „მეტროპოლ პარალელის“ პროექტში წინასწარი გაყიდვები უკვე დაიწყო. როგორც „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ მამუკა იმედაშვილმა განაცხადა, კომპლექსის მომავალ მცხოვრებლებს კომპანია საკმაოდ ხელსაყრელ პირობებს სთავაზობს.
„პირველადი გაყიდვები დაწყებულია და ცხადია ასეთ დროს გაქვს განსაკუთრებული შეთავაზებები ფასთან დაკავშირებით. ეს იქნება ნებისმიერი ტიპის ბინაზე 8%-მდე ფასდაკლება. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ მხოლოდ ფასი არ არის მნიშვნელოვანი, ასევე მნიშვნელოვანია გადახდის პირობების მორგება, ვგულისხმობ პირველად შენატანს და შემდგომ გადახდის გრაფიკს. ჩვენ ნებისმიერი პროექტის დაგეგმარებისას ბევრ დროს ვუთმობთ ამ პროცესს, რომ ჩვენი მომხმარებელი არის ბათუმელიც, თბილისელიც და უცხოელიც და მათი გემოვნება საკმაოდ მრავალფეროვანია. ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ მათ გემოვნებას მოვერგოთ და ბინების მაქსიმალურად მრავალფეროვანი ასორტიმენტი შევთავაზოთ, რაც ჩვენს შემთხვევაში 32 კვ.მ-დან იწყება და სრულდება პენტჰაუზებით (200 კვ/მ-მდე)“, - ამბობს მამუკა იმედაშვილი.
აღსანიშნავია, რომ „მეტროპოლისთვის“ „მეტროპოლი პარალელი“ ბათუმში რიგით მესამე საინვესტიციო პროექტია.
ახალი კომპლექსი ბათუმის საერთაშორისო მოედნის მიმდებარედ, აბუსერიძის ქუჩაზე შენდება. კომპლექსი ორ 33 და 35-სართულიან კორპუსს აერთიანებს. A და B ბლოკები აჭარის მთისა და ზღვის ხედებით ერთმანეთის პარალელურად განთავსდება.
„ჩვენ დავიწყეთ პირველი საცხოვრებელი კომპლექსი ბათუმში. ეს არის „მეტროპოლ პარალელი“, რომელიც მდებარეობს ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე. უფრო კონკრეტულად, რომ ვთქვათ ეს არის ცენტრალური საფეხბურთო მოედნის მოპირდაპირე მხარეს. რამდენიმე დღის წინ გვქონდა ოფიციალური გახსნა მშენებლობის, სადაც სიმბოლურად კაფსულა ჩავდეთ. პროექტის გახსნას ესწრებოდნენ, როგორც ჩვენი მომავალი მობინადრეები, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები. თვითონ პროექტს რაც შეეხება, პროექტი მოიცავს 2 მაღალ სართულიან კორპუსს. 33 და 35 სართულიანი კორპუსები იქნება, რომლებიც ერთმანეთის პარალელურად მდებარეობს და პროექტის სახელწოდებაც აქედან შევარჩიეთ. პროექტს გამოარჩევს ის, რომ მოგეხსენებათ ბათუმში აპელირება ხდება ძირითადად ზღვის ხედებზე და აქაც რა თქმა უნდა ზღვის ხედები იქნება და ამავდროულად არის მთის ხედიც. პროექტს რაც შეეხება არის 3 წლიანი, ანუ დასრულდება 2027 წელს. წინასწარი გაყიდვები უკვე დაწყებულია“, - აღნიშნა მამუკა იმედაშვილმა.
მისივე თქმით, პროექტის ლოკაცია მაქსიმალურად მორგებული ადამიანის ცხოვრების კომფორტზე.
„ჩვენ არამხოლოდ ამ პროექტზე, არამედ ნებისმიერი პროექტის ჩანასახშივე ძალიან ბევრს ვფიქრობთ იმაზე, რომ ლოკაცია იყოს მაქსიმალურად მორგებული ადამიანის ცხოვრების კომფორტზე, არამხოლოდ პროექტი, არამედ გარშემო ობიექტებიც. ამ მხრივ გამონაკლისი არც „პარალელია“. პირველ რიგში აღვნიშნავ ლოკაციას, რადგანაც გარშემო მაცხოვრებლებისთვის ყველა ის ობიექტია, რომელიც მათთვის ყოველდღიურობაში მნიშვნელოვანია, მაგალითად ეს იქნება სკოლა, საბავშვო ბაღი, სავაჭრო ცენტრები, იუსტიციის სახლი, საფეხბურთო მოედანი და რაღა თქმა უნდა ზღვა.
რაც შეეხება მშენებლობის პროცესს, აქ რა თქმა უნდა ისევე როგორც „მეტროპოლის“ ნებისმიერ პროექტში გამოყენებული იქნება ეკოლოგიურად სუფთა მასალები. თვითონ გენერალური გემითაა გათვალისწინებული ენერგოეფექტურობის კომპონენტი, რაც ამცირებს ტენიანობას. ტენიანობის შემცირება კი ბათუმში ორმაგად და ათმაგად მნიშვნელოვანია. მშენებლობის პროცესში ყველა საერთაშორისო სტანდარტი იქნება დაცული“, - განმარტავს „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე.
ჯამში, 474 აპარტამენტი „მეტროპოლ პარალელის“ ორ მრავალსართულიან კორპუსში გადანაწილდება. საცხოვრებლად ან საინვესტიციოდ მომხმარებელი თავად აირჩევს სასურველი ტიპის ბინას, იქნება ეს ერთსაძინებლიანი სტუდიო თუ პენტჰაუზი.
უახლესი
10 წუთის წინ
ნოემბერში სებ-მა რეზერვები 85.7 მლნ დოლარით შეავსო46 წუთის წინ
ნამიბია - ქართული ლოკოკინას ახალი საექსპორტო ბაზარი