დეველოპერულმა კომპანია „მეტროპოლმა“ ბათუმში ახალი საცხოვრებელი კომპლექსის „მეტროპოლ პარალელის“ მშენებლობა დაიწყო. ახალი კომპლექსი ბათუმის საერთაშორისო მოედნის მიმდებარედ, აბუსერიძის ქუჩაზე შენდება. კომპლექსი ორ 33 და 35-სართულიან კორპუსს აერთიანებს. A და B ბლოკები აჭარის მთისა და ზღვის ხედებით ერთმანეთის პარალელურად განთავსდება. დეველოპერულმა კომპანიამ წინასწარი გაყიდვები უკვე დაიწყო.
როგორც „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ მამუკა იმედაშვილმა განაცხადა, „მეტროპოლ პარალელის“ მშენებლობის ადგილას სიმბოლური კაფსულა უკვე ჩადებულია და ოფიციალურად ბათუმში ახალი საცხოვრებელი კომპლექსის სამუშაოები დაწყებულია. „მეტროპოლ პარალელი“ თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და კომფორტული ცხოვრებისათვის ყველა აუცილებელი პირობით იქნება გამორჩეული.
„ჩვენ დავიწყეთ პირველი საცხოვრებელი კომპლექსი ბათუმში. ეს არის „მეტროპოლ პარალელი“, რომელიც მდებარეობს ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე. უფრო კონკრეტულად, რომ ვთქვათ ეს არის ცენტრალური საფეხბურთო მოედნის მოპირდაპირე მხარეს. რამდენიმე დღის წინ გვქონდა ოფიციალური გახსნა მშენებლობის, სადაც სიმბოლურად კაფსულა ჩავდეთ. პროექტის გახსნას ესწრებოდნენ, როგორც ჩვენი მომავალი მობინადრეები, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები. თვითონ პროექტს რაც შეეხება, პროექტი მოიცავს 2 მაღალ სართულიან კორპუსს. 33 და 35 სართულიანი კორპუსები იქნება, რომლებიც ერთმანეთის პარალელურად მდებარეობს და პროექტის სახელწოდებაც აქედან შევარჩიეთ. პროექტს გამოარჩევს ის, რომ მოგეხსენებათ ბათუმში აპელირება ხდება ძირითადად ზღვის ხედებზე და აქაც რა თქმა უნდა ზღვის ხედები იქნება და ამავდროულად არის მთის ხედიც. პროექტს რაც შეეხება არის 3 წლიანი, ანუ დასრულდება 2027 წელს. წინასწარი გაყიდვები უკვე დაწყებულია“, - აღნიშნა მამუკა იმედაშვილმა.
მისივე თქმით, პროექტის ლოკაცია მაქსიმალურად მორგებული ადამიანის ცხოვრების კომფორტზე.
„ჩვენ არამხოლოდ ამ პროექტზე, არამედ ნებისმიერი პროექტის ჩანასახშივე ძალიან ბევრს ვფიქრობთ იმაზე, რომ ლოკაცია იყოს მაქსიმალურად მორგებული ადამიანის ცხოვრების კომფორტზე, არამხოლოდ პროექტი, არამედ გარშემო ობიექტებიც. ამ მხრივ გამონაკლისი არც „პარალელია“. პირველ რიგში აღვნიშნავ ლოკაციას, რადგანაც გარშემო მაცხოვრებლებისთვის ყველა ის ობიექტია, რომელიც მათთვის ყოველდღიურობაში მნიშვნელოვანია, მაგალითად ეს იქნება სკოლა, საბავშვო ბაღი, სავაჭრო ცენტრები, იუსტიციის სახლი, საფეხბურთო მოედანი და რაღა თქმა უნდა ზღვა.
რაც შეეხება მშენებლობის პროცესს, აქ რა თქმა უნდა ისევე როგორც „მეტროპოლის“ ნებისმიერ პროექტში გამოყენებული იქნება ეკოლოგიურად სუფთა მასალები. თვითონ გენერალური გემითაა გათვალისწინებული ენერგოეფექტურობის კომპონენტი, რაც ამცირებს ტენიანობას. ტენიანობის შემცირება კი ბათუმში ორმაგად და ათმაგად მნიშვნელოვანია. მშენებლობის პროცესში ყველა საერთაშორისო სტანდარტი იქნება დაცული“, - განმარტავს „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე.
ჯამში, 474 აპარტამენტი „მეტროპოლ პარალელის“ ორ მრავალსართულიან კორპუსში გადანაწილდება. საცხოვრებლად ან საინვესტიციოდ მომხმარებელი თავად აირჩევს სასურველი ტიპის ბინას, იქნება ეს ერთსაძინებლიანი სტუდიო თუ პენტჰაუზი.
„მეტროპოლის პარალელში“ გაყიდვები უკვე დაწყებულია.
მრავალსართულიანი კორპუსები „მეტროპოლის“ ხარისხით, ხელსაყრელი მდებარეობითა და უნიკალური ხედებით იქნება გამორჩეული
დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ დაარსდა 2022 წელს საქართველოში. კომპანია ქვეყნის მასშტაბით ხუთ მასშტაბურ პროექტს ახორციელებს. თბილისში შენდება სამი საცხოვრებელი კომპლექსი- „მეტროპოლ ბაგები“ , „მეტროპოლ ქავთარაძე“, და " მეტროპოლ ორთაჭალა" ხოლო ბათუმში - „მეტროპოლ კუბი“ და „მეტროპოლ ოვალი“ , სადაც ფრანგულ კომპანიასთან, Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip განთავსდება.
უახლესი
50 წუთის წინ
რა სიახლეებს სთავაზობს „ფუსფუსი“ მომხმარებლებს1 საათის წინ
XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნა