Park Hotel Tskaltubo აუზისა და გასართობი სივრცის მშენებლობას გეგმავს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს სასტუმროს გაყიდვების მენეჯერმა, ირმა ჯიქიამ განუცხადა.
„ჩვენ კურორტს აქვს სპეციფიკური მიმართულება. აქვს სამკურნალო წყლები. პაციენტები წელიწადში ორჯერ გვსტუმრობენ. ვთავაზობთ ადგილზე სამედიცინო მომსახურებას, კვებას, გვაქვს დიდი კომპლექსი, რომელიც ასევე შეიცავს სარესტორნო ქსელს. რესტორანი „მაგნოლია“ და „იმერული ესკიზები“. ფუნქციონირებს სასტუმრო-სანატორიუმი და სპა-ცენტრი“,- განაცხადა ირმა ჯიქიამ.
სასტუმრო და სპა-კომპლექსი 20 წელზე მეტია ოპერირებს ბაზარზე.
„სასტუმროში არის 60 ოთახი. დატვირთულობას არ ვუჩივით, თუმცა არის დაბალი და მაღალი სეზონი. გვსტუმრობენ ყაზახეთიდან, ბალტიისპირეთიდან, ისრაელიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და ძირითადად პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან აქტიურობენ“,- აცხადებს სასტუმროს გაყიდვების მენეჯერი.
სასტუმროში ყველაზე აქტიური სეზონია მაისიდან-ოქტომბრამდე პერიოდი.
„მაისიდან ოქტომბრის ბოლომდე სეზონი დატვირთულია. განსაკუთრებით ივლისი-აგვისტო. პაკეტური შეთავსება - პროცედურები, კვება, განთავსება. 300 ლარია ორ ადგილიანი ოთახის ფასი. სერვისში შედის კვება, გამაჯანსაღებელი პროცედურები. დასავლეთ საქართველოში სპა-ცენტს აქვს უახლესი აპარატურა. 2025 წელს ვგეგმავთ კომპლექსის კიდევ უფრო განვითარებას. კომპლექსს დაემატება ღია და დახურული საცურაო აუზი და გასართობი სივრცეები“,- ამბობს სასტუმროს გაყიდვების მენეჯერი.
Park Resort Tskaltubo - არის ბალნეოლოგიური კურორტი, რომელიც მდებარეობის ქალაქის ცენტრაულ ნაწილში, უშუალოდ პარკის ტერიტორიაზე. კომპლექსის მთავარი მიზანი, როგორც ადგილობრივი ასევე სამედიცინო ტურიზმის განვითარებაა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაშტაბური ინვესიციური პროექტი რეგიონში, რომელიც ხელს უწყობს საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირებას, როგორც უნიკალური , ბუნებრივი რესურსების მქონე კურორტი. კომპლექსის სრული რებრენდინგი 2019 წელს განხორციელდა, როდესაც სასტუმროს შეემატა ქართულ - ევროპული რესტორანი „მაგნოლია“.
უახლესი
24 წუთის წინ
რა სიახლეებს სთავაზობს „ფუსფუსი“ მომხმარებლებს1 საათის წინ
XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნა