„სენა ავტო ჯგუფი“ ელექტრომობილების შემდეგ ქვეყანაში ელექტრო სადისტრიბუციო ავტომობილების შემოყვანასაც გეგმავს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი გია ალიხანაშვილი აცხადებს, ქვეყანაში ელექტრო სადისტრიბუციო ავტომობილების შემოყვანა წამყვან საავტომობილო ბრენდ JAC Motors-თან თანამშრომლობით მოხდება. ცნობილია, რომ „სენა ავტო ჯგუფსა“ და JAC Motors-ს 12 წლიანი თანამშრომლობა აკავშირებთ.
როგორია „სენა ავტო ჯგუფის“ გეგმები და როგორია თავად ინტერესი სადისტრიბუციო კომპანიების მხრიდან და რა თანხის დაზოგვას შეძლებს კომპანია დეტალებზე Business Insider Georgia „სენა ავტო ჯგუფის“ დამფუძნებელს გია ალიხანაშვილს ესაუბრა:
„სადისტრიბუციო კომპანიების მხრიდან ელექტრო სადისტრიბუციო ავტომობილებზე მოთხოვნა დიდია. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, რომ ქალაქში ეს მიმართულება განვითარდეს. თავიდან ცოტა ყველას უჭირს და ეშინიათ, რადგანაც უნდათ, რომ ჯერ ერთი ან ორი იყიდონ და გატესტონ. თუმცა გეტყვით, რომ ამ მიმართულებით JAC Motors-ს დიდი გამოცდილება აქვს. რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ბრაზილიაში ყველა დიდ ქალაქში სადისტრიბუციო ავტომობილები არის ელექტრო. ჩვენ ვუთხარით კომპანიას, რომ საქართველოში ნებისმიერი სპეციფიკაციის ელექტრომობილი არ გამოდგება, რადგანაც ბრაზილიაში თუ სწორი გზებია, ჩვენთან მთიანი გზებია. იქ თუ გაივლის ავტომობილი 300 კმ-ს, ჩვენთან გაივლის 200 კმ-ს. ამიტომ ჩვენ სპეციფიკაციის მიხედვით მოვახდენთ ელექტრო სადისტრიბუციო ავტომობილების შემიყვანს, რათა დატვირთულმა ავტომობილმა მეტი მანძილი გაიაროს ჩვენს მთაგორიან გზაზე ვიდრე სხვა ქვეყანაში.
- თუ არის დათვლილი, რამდენს დაზოგავს საშუალო ზომის სადისტრიბუციო კომპანია ელექტრომობილების შემოყვანით, ანუ ხარჯი კომპანიას რამდენი პროცენტით შეიძლება შეუმცირდეს?
- კონკრეტულ თანხებზე, რომ არ ვისაუბროთ, თუ კომპანიის ერთი სადისტრიბუციო მანქანა დიზელზე და მომსახურებაზე ხარჯავს ვთქვათ 100%-ს, ელექტრომობილის შემთხვევაში დახარჯავს მხოლოდ 15%-ს, ისიც ელექტროენერგიაში და სითხეების სერვისში, რომელიც ძვირი არ ღირს.
- თავად მომსახურება, ცვეტა, ელექტრომობილის შენახვა რამდენი პროცენტთ იაფი დაუჯდება კომპანიას? რა დანაზოგის გაკეთებაა შესაძლებელი დიზელზე მომუშავე ჩვეულებრივ სადისტრიბუციო მანქანის ხარჯებთან შედარებით?
- დღეს ყველა კითხულობთ თუ რა დაუჯდება სადისტრიბუციო ელექტრომობილის დატენვა. ეს დამოკიდებულია თუ სად ხდება მისი დატენვა. როგორც ცნობილია ელექტროენერგიის ტარიფი ფიზიკური პირისთვის სხვაა და იურიდიული პირისთვის სხვა. თუ ელექტრომობილის დატევნა ხდება საწარმოში, 1 კვტ ელექტროენერგიის ღირებულება უნდა გამრავლდეს რამდენი კვტ-იანი ბატარეაც აქვს ავტომობილს დამონტაჟებული და შესაბამისად ჩვენი გათვლებით ერთი დატენვა 20-დან 25 ლარამდე ჯდება და ის გავლის დაახლოებით 200 კმ-ს. ანუ თუ სადისტრიბუციო მანქანა გადის დღეში 100 კმ-ს, მაშინ ერთი დატენვით ის ივლის 2 დღის განმავლობაში. ჩვენი გათვლებით მიმდინარე ხარჯი 20%-ზე მეტი არ არის, ვიდრე ჩვეულებრივ დიზელზე მომუშავე ავტომობილის პირობებში იქნებოდა.
- მოლაპარაკებები ამ დროისათვის რამდენ სადისტრიბუციო კომპანიასთან გაქვთ და როდის შეიძლება უკვე რომ სადისტრიბუციო კომპანიებმა მომსახურება ელექტრო სადისტრიბუციო ავტომობილებით აწარმოონ?
- რამდენიმე დიდი სადისტრიბუციო კომპანიასთან უკვე გვაქვს მოლაპარაკებები და ამ მიმართულებით ვსაუბრობთ. მათ გვთხოვეს, რომ ტესტირებისთვის ჩამოვიყვანოთ რამდენიმე ავტომობილი და ადგილზე მოდება მათ გამოცდა. ამის შემდეგ დაიწყებენ შესყიდვებს. თუმცა ჩვენ გვინდა, რომ ისეთი ელექტრომობილები შემოვიყვანოთ, რომელიც ჩვენს გზებზე იქნება ადაპტირებული.
უახლესი
18 წუთის წინ
რა სიახლეებს სთავაზობს „ფუსფუსი“ მომხმარებლებს1 საათის წინ
XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიხსნა