დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იქნება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იქნება

25-11-2024 10:13:00

დავით სონღულაშვილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად ინიშნება. განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

„გვინდა წარმოგიდგინოთ ბატონი დავით სონღულაშვილის კანდიდატურა. მასაც არ სჭირდება განსაკუთრებული წარდგენა. მას აქვს ძალიან ღრმა განათლება შესაბამის სფეროში, ბიზნესის მიმართულებით, ეკონომიკის მიმართულებით. მას აქვს კავკასიის ბიზნესსკოლა დამთავრებული და გრენობლის ბიზნესსკოლის უმაღლესი სკოლა. ის არის საერთაშორისო ბიზნესის მაგისტრი. როგორც მოგეხსნებათ, ის გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრი უკვე მრავალი წელია. სხვადასხვა დროს იყო სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარე, მათ შორის, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე. ის იყო დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე. მანამდე ის ძალიან წარმატებულ საქმიანობას აწარმოებდა ასევე კერძო სექტორში, სახელმწიფო სამსახურში. ბატონი დავით სონღულაშვილი არის პროფესიონალი და დარწმუნებული ვართ, რომ ის იქნება არაჩვეულებრივი მინისტრი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები