დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რეფინანსირების განაკვეთი წლის ბოლომდე, არსებული 11%-დან სულ მცირე 9.5%-მდე მაინც შემცირდება - „თიბისი კაპიტალი“

რეფინანსირების განაკვეთი წლის ბოლომდე, არსებული 11%-დან სულ მცირე 9.5%-მდე მაინც შემცირდება - „თიბისი კაპიტალი“

08-05-2023 14:33:47

„თიბისი კაპიტალის“ პროგნოზით, მაისში რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით დაიწევს, ხოლო წლის ბოლომდე, არსებული 11%-დან სულ მცირე 9.5%-მდე მაინც შემცირდება.

კვლევაში ნათქვმაია, რომ თუ ლარი არ გაუფასურდა, სამომხმარებლო ფასების წლიური ცვლილება მალე ნეგატიურიც კი იქნება.

„აპრილის ინფლაცია ჩვენს საკმაოდ ოპტიმისტურ მოლოდინებთან შედარებითაც კი უფრო დაბალია. მნიშვნელოვანია, რომ მართალია ჯერჯერობით მხოლოდ ყოველთვიურ ჭრილში, თუმცა ადგილობრივი და დიდწილად მომსახურების ინფლაცია უკვე რამდენიმე თვეა სამიზნეზეა. ჩვენი შეფასებით, თუ ლარი არ გაუფასურდა, სამომხმარებლო ფასების წლიური ცვლილება მალე ნეგატიურიც კი იქნება.

არ ვფიქრობთ, რომ საქართველოში გარკვეული პერიოდის განმავლობაში დეფლაცია ეკონომიკის ზრდისა და დასაქმების კუთხით მნიშვნელოვანი გამოწვევაა. თუმცა, თავისთავად, ცალკე აღებული ეს ფაქტორი სამომავლოდ ლარის კურსისათვის ნეგატიურია. ამ ფონზე და იმის გათვალისწინებით, რომ სავალუტო ბაზარზე გამყარების ზეწოლა გრძელდება და ასევე ბოლო პერიოდში დაკრედიტების სავალუტო კომპოზიციაში უცხოური ვალუტა ჭარბობს, ვფიქრობთ, რომ მონეტარული პოლიტიკის შერბილების ციკლი უკვე ამ კვირაში დაიწყება“, - ნათქვამია კვლევაში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები