პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებაზე იმსჯელა. პროექტი მაუწყებლობის სახეობებზე ახალი კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის დამატებას ითვალისწინებს.
კანონპროექტი მომხსენებელმა, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ წარადგინა. მისი განმარტებით, წარმოდგენილი ცვლილება განპირობებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კულტურულ-შემოქმედებითი თემატიკით დატვირთული რადიომაუწყებლობის ფუნქციონირების აუცილებლობით.
„მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მოქმედი რედაქცია არ ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, აღნიშნული მიზნების მისაღწევად, საჭირო გახდა კანონში ცვლილებების განხორციელება", - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
პროექტით წესრიგდება კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის ფუნქციონირების ხელშეწყობის საკითხები, როგორიცაა: რადიომაუწყებლობის პროგრამების სახელმწიფო ენაზე განთავსება; ჩამოყალიბდება ლიცენზიის გაცემის და ავტორიზაციის ერთიანი წესი; განისაზღვრება კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის დაფინანსების წესი და რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელს განესაზღვრება სამაუწყებლო სიხშირეებით სარგებლობის წესი. ასევე, კულტურულ-შემოქმედებით რადიომაუწყებლობაში აიკრძალება ტელეშოპინგი.
საკითხის განხილვის ამოწურვის შემდეგ კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს განხილულ კანონპროექტს.
უახლესი
3 საათის წინ
„კოსმომ“ ახალი ფილიალი გახსნა3 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8168 ლარი გახდა