„თეგეტა ჰოლდინგი“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
,,უკვე რამდენიმე დღეა, რაც დასავლეთ საქართველო სტიქიას ებრძვის. ამ წუთებში, „თეგეტა ჰოლდინგის“ მძიმე ტექნიკა მიემართება დასავლეთისკენ, რათა დავეხმაროთ ადგილობრივებს გზის გაწმენდით სამუშაოებში.
გარდა ამისა, საჭიროებებიდან გამომდინარე, ქვეყნის საზღვრებს გარეთ შევუკვეთეთ მაღალი გამავლობის ტექნიკის მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები, რომლებიც მაქსიმუმ 2-3 დღეში საქართველოში იქნება და მათ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს უსასყიდლოდ გადავცემთ", - აღნიშნულია განცხადებაში.
იმედს ვიტოვებთ, რომ ერთიანი ძალებით შევძლებთ სტიქიასთან გამკლავებას.
უახლესი
6 საათის წინ
„კოსმომ“ ახალი ფილიალი გახსნა