დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ელექტროენერგია შეზღუდვით დასავლეთ საქართველოს აბონენტების  8% -ს მიეწოდება - „ენერგო-პრო ჯორჯია“

ელექტროენერგია შეზღუდვით დასავლეთ საქართველოს აბონენტების 8% -ს მიეწოდება - „ენერგო-პრო ჯორჯია“

25-02-2025 17:47:00

,,ენერგო-პრო ჯორჯიამ“ გურიაში და აჭარაში, დამატებითი ტექნიკური ბრიგადების მობილიზება თითქმის მთელი საქართველოდან, ამინდის გაუარესებიდან მოკლე დროში მოახერხა. აღნიშნულის შესახებ ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებაშია აღნიშნული.

კომპანიის ცნობით, ელექტრიკოსები ამ დრომდე აღნიშნულ ადგილებზე იმყოფებიან. თუმცა, დიდთოვლობის გამო გზებზე ტექნიკის გადაადგილება გართულებულია. შედეგად, დაზიანების ადგილებამდე მისვლა ჭირს. ელექტრიკოსებს უწევთ ფეხით მიუახლოვდნენ დაზიანებულ ენერგოინფრაქსტუქტურას და აწარმოონ აღდგენითი სამუშაოები, ზოგ შემთხვევაში კი ფეხით გადაადგილებაც გართულებულია.

„ამ დროისთვის, ელექტროენერგია შეზღუდვით დასავლეთ საქართველოს აბონენტების დაახლოებით 8 % -ს მიეწოდება.  განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა გურიაში, სადაც აქ არსებული აბონენტების დაახლოებით 28 % -ს (16 000 აბონენტს) მიეწოდება ელექტროენერგია შეზღუდვით. 

ამ დროისთვის სტიქია უტევს ასევე იმერეთს, განსაკუთრებით ვანის მუნიციპალიტეტს. ,,ენერგო-პრო ჯორჯიას ტექნიკური სამსახური აქაც განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობას“, - აცხადებენ ,,ენერგო-პრო ჯორჯიაში“.

                   

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები