დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„გორგია“ პირველი ქართული კომპანიაა, რომელმაც ერ-რიადში, Big 5 Construct Saudi-ის  სამშენებლო-სარემონტო გამოფენაზე მონაწილეობა მიიღო

„გორგია“ პირველი ქართული კომპანიაა, რომელმაც ერ-რიადში, Big 5 Construct Saudi-ის სამშენებლო-სარემონტო გამოფენაზე მონაწილეობა მიიღო

25-02-2025 17:18:00

 „გორგიამ“  საუდის არაბეთის “BIG 5 Construct Saudi“-ის  სამშენებლო-სარემონტო გამოფენაზე მონაწილეობა მიიღო, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი უმსხვილესი ღონისძიებაა.
„BIG 5 Construct Saudi 2025“  წლის გამოფენამ გააერთიანა 60 ქვეყნის 2000-ზე მეტი კომპანია, რომლებმაც წარადგინეს 20 000-ზე მეტი სამშენებლო-სარემონტო პროდუქტი. „გორგიას“ მონაწილეობა აღნიშნულ ღონისძიებაში წარმოადგენს გლობალურ ასპარეზზე გაფართოების სტრატეგიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს.  
“ჩვენთვის, როგორც სამშენებლო-სარემონტო მასალების მიმართულებით ბაზრის ლიდერებისთვის, სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს საერთაშორისო ბაზარზე გაფართოება. გასულ წლებში მუშაობა დავიწყეთ ევროკავშირის ტერიტორიაზე, ასევე ავითვისეთ ამიერკავკასიის რეგიონიც. აღნიშნული გამოფენა კი მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელიც ხელს შეუწყობს უცხოური კაპიტალის მოზიდვას საქართველოში. ამასთანავე, ჩვენ მუდმივად ვუჭერთ მხარს ადგილობრივი წარმოების განვითარებას, რის ფარგლებშიც "BIG 5 Construct Saudi”-ის გამოფენაზე წარვადგინეთ ქართულ ბაზარზე წარმოებული პროდუქციაც, რაც მნიშვნელოვან დაინტერესებას იწვევდა საერთაშორისო პარტნიორებსა და ვიზიტორებში," – აღნიშნა „გორგიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, თორნიკე გურულმა.

გამოფენაზე „გორგიას“ სტენდმა დიდი ყურადღება მიიპყრო, რაც ადასტურებს საერთაშორისო ბაზრის ინტერესს კომპანიის პროდუქციის მიმართ. 

ჰიპერმარკეტების ქსელი გორგია ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი კორპორაციაა სამშენებლო-სარემონტო სფეროში.  კომპანიის ოფისები მდებარეობს თბილისში,  ბაქოში, სტამბოლში, ერევანსა და სოფიაში. 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები