დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
იანვარში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა გაიზრდა და 62.68 მილიარდი ლარი შეადგინა

იანვარში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა გაიზრდა და 62.68 მილიარდი ლარი შეადგინა

25-02-2025 18:12:00

ომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2025წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით 459.03 მილიონი ლარით (0.74%-ით) გაიზრდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.28%-ით შემცირდა) და იანვრის ბოლოს 62.68 მილიარდი ლარი შეადგინა. სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 17.93% შეადგინა.  ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 36.05 მლნ ლარით (0.10%-ით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 422.98 მლნ ლარით (1.57%-ით) გაიზარდა(გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, შემცირდა 0.77%-ით).

 

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2025 წლის იანვრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 10.58 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.34%-ით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით 18.15 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.46%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.10 %-ით მეტი).

 

2025 წლის იანვრის განმავლობაში 0.66%-ით, ანუ 208.38 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და იანვრის ბოლოსათვის 31.94 მილიარდი ლარი შეადგინა.


2025 წლის იანვრის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 56.32% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, შემცირდა 0.358 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.22 პროცენტული პუნქტით).


დეტალური სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება სებ-ის ვებგვერდზე:

https://nbg.gov.ge/statistics/interactive

https://nbg.gov.ge/statistics/statistics-data

ავტორი:

ნინო ჭანტურია
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

2 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები