ბრენდის პროდუქციაზე მოთხოვნა ყოველწლიურად მზარდია. გასული წელიც კომპანიისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. აღნიშნულის შესახებ, Business Insider Georgia-ს „კოსმოს“ დამფუძნებელი სოფი მუხულიშვილი ესაუბრა.
„მოთხოვნა ყოვლეთვიურად და ყოველწლიურად მზარდია. იგივენაირად შევაფასებ 2024 წელსაც, რადგან ჩვენთვის იყო ზრდის წელი. ამას ხელი შეუწყო იმან რომ გვაქვს ღია სახელოსნო, უნიკალური სივრცე, სადაც ადამიანებს თავისი ხელით შეუძლიათ შექმნან სასურველი ნივთი, ვერცხლის ხაზმაც თავისი როლი ითამაშა, ასევე ახალი კოლექციის შარფების მიმართულება გვქონდა და ესეც რა თქმა მნიშვნელოვანი იყო ამ პროცესში, ასევე 2024 წელს დავამატეთ გორში ახალი ფილიალი "გორი მოლში". საბოლოო ჯამში, 2024 წელი ჩვენთვის ძალიან კარგი წელი იყო. ჩვენთან, ყველაფერი ხელნაკეთია. ამ ხელნაკეთობაში ჩავრთეთ ტექნოლოგიები ანუ კომბინირება გავაკეთეთ და ყველა ფილიალში დავამატეთ დანადგარი, რომელიც საშუალებას აძლევს ყველა ადამიანს ჩვენს შექმნილ ნივთზე საფულეზე, ქამარზე რაც გვაქვს ფილიალში ბრელოკი და ა.შ გააკეთონ სასურველი წარწერა და მომენტალურად გახადონ ექსკლუზიური, რაც ყველასთვის მნიშვნელოვანია, რომ განსხვავებული, ექსკლუზიური, გამორჩეული ნივთი ჰქონდეს. ჩვენი ნივთები ისედაც ასეთია რადგან ფერადია, განსაკუთრებული დიზაინით, პლუს მოხატული და ხელნაკეთი მაინც იმას გულისხმობს რომ ყველა ერთმანეთისგან განსხავებულია, მაგრამ ამ ყველაფერს დავუმატეთ ეს პერსონალიზების საშუალება ყველა ფილიალში“, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი სოფი მუხულიშვილი.
„კოსმომ“ 2025 წელი სიახლით დაიწყო და ახალი ფილიალი დაამატა ქალაქ რუსთავში, „რუსთავი მოლში“.
„2025 წელში უკვე გვაქვს ერთი სიახლე. დავამატეთ ფილიალი რუსთავში, კერძოდ, „რუსთავი მოლში“. ჩვენს რუსთაველ მომხმარებლებს შეუძლიათ რომ გვესტუმრონ. უკვე ძალიან დიდი აქტიურობა შეინიშნება და ეს ძალიან გვახარებს. ბათუმში გვაქვს ღია სახელოსნო და თბილისშიც ვგეგმავთ ღია სახელოსნოს გახსნას უახლოეს პერიოდში. ამასთან ერთად, დაგვემატება ახალი პროდუქტი „შექმენი შენით“ ბოქსი, სადაც იქნება განთავსებული მასალები. მაგალითად, ჩანთის და ვიდეო ინსტრუქცია მოჰყვება ამ ყველაფერს და თავად შეეძლება მომხმარებელს სახლში ამ აქსესუარებით და ამ მასალების დახმარებით დამოუკიდებლად შექმნას „კოსმოს“ ჩანთა. საექსპორტი ბაზრებს რაც შეეხება ამ მიმართულებითაც გააქტიურებას ვგეგმავთ. გვაქვს ერთი მოლაპარაკება, რომელიც აქტიურია და იმედი გვაქვს რომ 2-3 თვეში დასრულდება. გვაქვს კიდევ სხვა მოლაპარაკებებიც, რომელიც უფრო გრძელვადიანი იქნება. დანიასთან ისევ აქტიურად ვთანამშრომობთ, სხვა ბუტიკებთანაც პარიზსა და მილანში ისევ ვაგრძელებთ თანაშრომლობას.
უახლესი
2 საათის წინ
„კოსმომ“ ახალი ფილიალი გახსნა3 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8168 ლარი გახდა